შეხვედრა ზიანის შემცირების საქართველოს ქსელში

  23 ივნისს, ზიანის შემცირების საქართელოს ქსელის ოფისში   შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პორტფლი მენეჯერთან ცოვინარ საკანიანთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა გლობალური ფონდის გასვლის შემდგომ სახელმწიფოს მიერ ვალდებულებების აღების  საკითხში მდგრადობას და გარდამავალი გეგმის შემუშავებაში სამოქალაქო სექტორის ჩართვის შესაძებლობებსა და მნიშვნელოვნებას.

   შეხვედრას  ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი კახა კვაშილავა უძღვებოდამან მიღწეული შედეგების და არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა. გარდამავალ  პერიოდში  სამოქალაქო საზოგადოების როლზე გლობალური ფონდის პორტფლი მენეჯერმა ცოვინარ საკანიანმა ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა  ამ პერიოდში სამოქალაქო საზოგადოების როლზე, სახელმწიფოს, არასამთავრობო და პატიენტთა ორგანიზაციების წარმომადგენელთა ერთობლივი კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე. ღონისძიებაზე  არასამთავრობო ორგანიზაციები წარმომადგენლების  და  ექპერტების მიერ წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები თემებზე.

   განხილული იქნა შემდეგი საკითხები: აივისა და ტუბერკულოზის ეროვნული პასუხის მდგრადობა; გარდამავალი პერიოდი ფაზები და შესაბამისი საჭიროებებიმიმდინარე პოლიტიკური დიალოგი ახალი სისტემების თაობაზე ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით დიალოგი ფინანსური რესურსის გადანაწილების თაობაზეშესაძლებლობების გაძლიერება ახალი როლისა და პასუხისმგებლობის შესასრულებლადახალი როლისა და პრაქტიკის ტესტირება რეალურ გარემოშიცვლილებების მონიტორინგი და გეგმის ადაპტირება საჭიროების მიხედვით.

  შეხვედრაზე მონაწილეებმა იმსჯელეს ამ პერიოდის გამოწვევებზე და განიხილეს სამომავლო გზები.

იხილეთ ფოტო - https://www.dropbox.com

 

width=1094

width=1095

width=1088width=1093

width=1096

width=1091

width=1090