შიდსის მსოფლიო დღის კამპანია

ქსელმა მოახდინა მის მიერ ქსელური კამპანიების ორგანიზებისას შეძენილი გამოცდილების ქსელს გარეთ ექსპორტირება. ქსელმა შესთავაზა PTF-ში გაწევრიანებულ ორგანიზაციებს ღონისძიებათა კოორდინაცია და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა. კამპანია რამდენიმე ძირითად ელემენტს მოიცავდა: ეროვნული კონფერენცია და პრესკონფერენცია, ერთიანი ხილვადობის შემუშავება, მედია სტრატეგიის შემუშავება, პრომო ვიდეო კლიპი, საინფორმაციო მასალების გავრცელება ევროკავშირის სპეციალური ავტობუსით, დასკვნითი - წითელი ლენტის აქციის ორგანიზება და ღონისძიებები რეგიონებში.

მაღალი დონის კონფერენციას სიტყვით მიმართეს CCM-ის თავმჯდომარემ, ევროკავშირის ელჩმა, UNAIDS-ის წარმომადგენელმა, „გლობალური პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“, შიდსის ცენტრის და PTF-ის წარმომადგენლებმა. CCM-ის ინციატივით, ქსელმა, შიდსის ცენტრთან ერთად მოახდინა იმ პრევენციული და სამკურნალო საშუალებების დემონსტრაცია, რასაც ყოველდღიურ საქმიანობაში იყენებს. ამის შემდეგ, მოხალისეებმა დაარიგეს სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ მოწოდებული საინფორმაციო მასალები ევროკავშირის ავტობუსის მეშვეობით. ავტობუსი შეჩერდა სამ ხალხმრავალ ადგილას და ადგილზე მოხდა მასალის დარიგება.

შიდსის მსოფლიო დღის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა თავისუფლების მოედანზე, სადაც თბილისის მერიისა და საპატრულო პოლიციის ხელშეწყობით გადაიკეტა საავტომობილო მოძრაობა, ჩაქრა გარეგანათება და დამონტაჟდა ხმის აპარატურა. 800-მდე მოხალისემ 2000 სანთლით სიმბოლურად გამოსახეს გიგანტური წითელი ლენტი. მომზადდა ამ აქციის ამსახველი ვიდეო რგოლი, რომელის მომზადება დააფინანსა „გლობალური პროექტების განმახორციელებელმა ცენტრმა“ და „მსოფლო ექიმები - საფრანგეთმა“ და შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: http://www.youtube.com/watch?v=LK4EmKX9ras&feature=youtu.be

კამპანია გააშუქა ყველა ეროვნულმა სატელევიზიო და რადიო მედია საშუალებამ.

ქსელის წევრებმა რეგიონებშიც აღნიშნეს ეს დღე. მათ მოაწყვეს მრგვალი მაგიდები, ტრენინგები, ფილმის ჩვენებები საქართველოს 5 ქალაქში - თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.