რეგიონალური პროექტი „ზიანის შემცირება მუშაობს-დააფინანსეთ!’

width=794

დონორი: შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი

განმახორციელებელი:  ზიანის შემცირების ევრაზიის ქსელი

პერიოდი:  2014 აპრილი2017 მარტი

სუბრეციპიენტები:

ბელორუსი:    ბელორუსიის საზოგადოებრივი ასოციაცია „პოზიტიური მოძრაობა“

მოლდოვა:   გაერთიანება აივ/შიდსის პრევენციისა და ზიანის შემცირებისათვის

 ყაზახეთი:        ყაზახეთის აივ დადებით ადამიანთა გაერთიანება

 ტაჯიკეთი:       არასამთავრობო ორგანიზაცია „სპინ პლუს“

 საქართველო:  ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი 

მიმოხილვა:

რეგიონალური პროექტი ხორციელდება  შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის დაფინანსების ახალი მოდელის ფარგლებში და მიმართულია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში აივ ინფექციის ეპიდემიის შემცირებაზე ნარკოტიკების  მომხმარებელთა თემის გაძლიერებითა და მათი უშუალო მონაწილეობით.

 

მიზანი:

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ზიანის შემცირების პროგრამებზე ინვესტიციის საჭიროების ადვოკატირება სამოქალაქო სექტორის, კერძოდ კი ნარკომომხმარებლების თემის გაძლიერებით და მათი უშუალო ჩართულობით.

ამოცანები:

1)      ხელშემწყობი გარემოს უზრუნველყოფა ზიანის შემცირების პროგრამების სახელმწიფო (და სხვა დონორების) სტაბილური დაფინანსების მოსაპოვებლად;

2)      ნარკოტიკების მომხმარებელთა თემის პოტენციალის გაძლიერება ზიანის შემცირების მომსახურების უზრუნველყოფის ეფექტური ადვოკატირებისათვის;

 

..................................................................................................................................................................................................................................................................................

 

ტრენინგი ზიანის შემცირების სერვისების შეფასების მეთოდოლოგიაზე

 

2014 წლის 17-19 სექტემბერს კაჭრეთში,  გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ზიანის შემცირება მუშაობს- დააფინანსეთ!“ ფარგლებში გაიმართა ტრენინგი ზიანის შემცირების სერვისების შეფასების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით. ტრენინგს მასპინძლობა ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა გაუწია, ხოლო ფასილიტაცია ზიანის შემცირების ევრაზიის ქსელის ექსპერტებმა ითავეს. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ამავე პროექტის ფარგლებში, შერჩეულმა სათემო ორგანიზაციებმა, კერძოდ: რუბიკონი (ქუთაისი), აკესო (თბილისი), ფენიქსი 2009 (ოზურგეთი). ტრენინგის მსვლელობის მანძილზე მონაწილეები გაეცნენ ზიანის შემცირების სერვისების პრიორიტეტიზაციისა და შეფასების მოდულებს, რომელზე დაყრდნობითაც, ტრენინგის მონაწილეები წლის ბოლომდე, ნარკომომხმარებელთა სადისკუსიო ჯგუფებისა და ანკეტირების საშუალებით, შეაგროვებენ ინფორმაციას, რომელიც ზიანის შემცირების სერვისების შეფასებას, და პრიორიტეტული სერვისების განფასებას დაეხმარება. 

 

ტრენინგის ზიანის შეცირების სერვისების განფასების მეთოდებზე

გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული რეგიონალური პროექტის „ზიანის შემცირება მუშაობს-დააფინანსეთ!“ ფარგლებში, ევრაზიის ზიანის შემცირების ქსელმა 2014 წლის 5-7 აგვისტოს ქ. ვილნიუსში (ლიტვა) გამართა ტრენინგი, რომელიც მიეძღვნა პროექტის ფარგლებში შემუშავებული ზიანის შემცირების პროგრამებისა და სერვისების შეფასებისა და განფასების ინსტრუმენტების პრაქტიკაში გამოყენების მეთოდებს. ტრენინგის ცალკეული სესიები დაეთმო პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი საადვოკაციო აქტივობების დაგეგმვასა და მათი ეფექტურობის შეფასების ინდიკატორების შემუშავებას.

 

ტრენინგში მონაწილეობა მიიღო პროექტის განხორციელებაში ჩართული 5 ქვეყნის (ბელორუსი, მოლდოვა, ტაჯიკეთი, ყაზახეთი საქართველო) სუბ-რეციპიენტთა წარმომადგენლებმა, რომელთა შორის იყვნენ ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის დელეგატები. მოწვეულ ექსპერტთა შორის ტრენინგს ესწრებოდა  გლობალური ფონდის ფინანსური ექსპერტი,  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის პროგრამების მენეჯერი, აგრეთვე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აივ/შიდსის საკითხებზე მომუშავე დეპარტემენტის წარმომადგენელი, რამაც საშუალება მისცა ტერნინგის მონაწილეებს, მათ შორის ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის წარმომადგენლებს, ისეთი მწვავე საკიტხების წამოყენების როგორიცაა: სამოქალაქო სექტორის ჯანდაცვის პროგრამირებასა და შესაბამისი ბიუჯეტის შემუშავების პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართვის არსებული პრაქტიკა და ბარიერები. ყურადღება გამახვილდა გლობალური ფონდისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  რეგინალური ოფისების ადგილობრივ წარმომადგენლობასთან უფრო მჭიდრო მუშაობის აუცილებლობასა და მათი რეკომენდაციების ადგილობრივ დონეზე ასახვის ტენდენციების ზედამხედველობის საჭიროებაზე. 

 

რეგიონალური ფორუმი: „ზიანის შემცირება მუშაობს-დააფინანსეთ!“

2014 წლის 19-20 მაისს კიშინიოვში, ევრაზიის ზიანის შემცირების ქსელის ორგანიზებით პირველად გაიმართა მაღალი დონის რეგიონალური ფორუმი ნარკომომხმარებელთა თემის უფლებების შესახებ, რომელსაც 150 მონაწილეზე მეტი დაესწრო.  ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ხელშეწყობით, ფორუმის მონაწილეებს შორის საქართველოს 16 დელეგატი იმყოფებოდა, როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორიდან-უმრავლესობა ნარკომომხმარებელთა თემიდან, მათ შორის 9 ქალბატონი. 

ორი დღის განმავლობაში განხილულ საკითხებს შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნარკომომხმარებელთა  სოციალური ინტეგრაციისა და ფუნდამენტალური უფლებების უზრუნველყოფის საკითხებსა და ზიანის შემცირების პროგრამების მდგრადობის უზრუნველყოფის საჭიროებას დონორების დაფინანსებიდან სამთავრობო ინვესტიციებზე გადასვლის გზით.

ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ჯანდაცვის დაფინანსების,  ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე   ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების , მათ შორის ნარკომომხმარებელთა  თემის  წარმომადგენლებისა და გადწყვეტილებების მიმღებთა შეკრების, ზიანის შემცირების სფეროში არსებული რეგიონალური გამოწვევის განსახილველად. 

 

..................................................................................................................................................................

 

რეგიონალური დიალოგი-“გზა წარმატებისკენ”

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში აივისა და ტუბერკულოზის პასუხის ადგილობრივ დაფინანსებაზე წარმატებით გადასვლის შესახებ მაღალი დონის რეგიონული დიალოგი “გზა წარმატებისკენ” გაიმართა ქ.თბილისში, 28-30 სექტემბერს, სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში (28-29 სექტემბერი) და სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” (30 სექტემბერი). ღონისძიება, რომლის მასპინძელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ჩატარდა ევრაზიის ზიანის შემცირების ქსელის, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს, გაეროს შიდსის პროგრამისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანა-ორგანიზატორობითა და გაეროს განვითარების პროგრამისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. მაღალი დონის რეგიონულ დიალოგზე სიტყვით წარსდგნენ გლობალური ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მარკ დაიბელი, მსოფლიო ბანკის გლობალური შიდსის პროგრამის დირექტორი დოქტორი დეივიდ ვილსონი, გაეროს დანაშაულისა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ალდო ლეილ-დემოზი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორი ჟუჟანა ჯაკაბი და გაეროს განვითარების პროგრამის ევროპისა და დსთ-ს რეგიონული ბიუროს სტამბულის რეგიონული ცენტრის მენეჯერი რასტისლავ ვრბენსკი.

დიალოგს “გზა წარმატებისკენ” დაესწრო 30-ზე მეტი ქვეყნის 300-ზე მეტი წარმომადგენელი. დიალოგი გაიმართა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ინფექციური დაავადებების პასუხის დაფინანსების საკითხების განსახილველად.

სამთავრობო პრეზენტაციების საპასუხოდ, GeNPUD-სა და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელს ჰქონდათ საშუალება წარმოედგინა პრეზენტაცია და ფორუმის მონაწილეების მხრიდან ყურადღება მიეპყრო იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რაც ქვეყანაში ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანების, მათი ოჯახის წევრების და საზოგადოების წინაშე დგას. მიეცათ ასევე შესაძლებლობა წარმოედგინათ ინფორმაცია საქართველოში არსებული ზიანის შემცირების პროგრამების მიმდინარეობაზე, პროგრამების ეფექტიანად განხორციელებისთვის საჭირო გარემოსა და   აივ-შიდსისა და ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული ღონისძიებების ნაციონალურ დაფინანსებაზე წარმატებული გადასვლის უზრუნველყოფის შესახებ.

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელისათვის მთავარი შედეგი ქვეყნის პოზიციის შემუშავება და ამ პოზიციაში ნარკომომხმარებელთა თემის მოთხოვნების სრული ასახვა გახლდათ, რომელიც მიმართულია აივ ინფექცია შიდსის სამომავლო ეფექტური პასუხის დასაგეგმად,  საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დოკუმენტი წარადგინა როგორც ქვეყნის საერთო პოზიცია ზიანის შემცირების რეგიონალურ დიალოგზე.

დეტალები იხილეთ საიტზე: http://www.harm-reduction.org/report

 

.................................................................................................................................................................

 

სემინარი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის

 “ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლებისათვის განკუთვნილი აივ პრევენციის პროგრამების გლობალური ფონდის დაფინანსებიდან ეროვნულ დაფინანსებაზე მდგრადი გადასვლის უზრუნველყოფა”

 

სემინარს ორგანიზება გაუწია “ევრაზიის ზიანის შემცირების ქსელმა” (EHRN), “ზიანის შემცირების საქართველოს ქსელთან” თანამშრომლობით, რეგიონული პროგრამის ფარგლებში “ზიანის შემცირება მუშაობს - დააფინანსეთ!”, რომელიც ხორციელდება “გლობალური ფონდის” სემინარს ფასილიტირებას უწევდა ბატონი დავით ოთიაშვილი, წამალდამოკიდებულების დარგში კვლევების ცენტრის “ალტერნატივა ჯორჯია” დირექტორი. სემინარის ორი ძირითადი მიზანი: გარდამავალ პერიოდში აივ პრევენციის ძირითადი მიმართულებების განხილვა და განსაზღვრა;  გარდამავალი პერიოდის სამოქმედო გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ეფექტური ჩართულობის ოპტიმალური გზების განხილვა

ნიშანდობლივია, რომ სემინარი ჩატარდა “სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის” (17 თებერვალი) გამართვამდე ერთი დღით ადრე. აღნიშნულ ფორუმს ორგანიზება გაუწია “ქვეყნის საკოორდინაციო მექანიზმმა” და მის მიზანს გარდამავალი პერიოდის დაგეგმვა და აღნიშნულ პროცესში სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობის განხილვა წარმოადგენდა.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ აივ პრევენციის სერვისების მომწოდებელი ორგანიზაციების, “ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოში” წარმოდგენილი მაღალი რისკის ჯგუფებისა და სათემო ორგანიზაციების, და თავად საბჭოს სამდივნოს წარმომადგენლები; აგრეთვე, “გლობალური ფონდის” სამდივნოს (ჟენევა), საქართველოში “გლობალური ფონდის” ძირითადი რეცეპიენტის, “ევრაზიის ზიანის შემცირების ქსელისა” და “ზიანის შემცირების საქართველოს” ქსელის წარმომადგენლები.

 

სემინარის მნიშვნელოვან მონაპოვარს წარმოადგენს “გლობალური ფონდის” დაფინანსებიდან ადგილობრივ დაფინანსებაზე გადასვლასთან დაკავშირებული პროცესების შესახებ ცნობიერების ამაღლება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის, რომლებიც მუშაობენ აივის პრევენციის პროგრამის განხორციელებასა და ადვოკატირებაზე და აგრეთვე, შეთანხმების მიღწევა საქართველოში გარდამავალი პერიოდის პრიორიტეტებთან დაკავშირებით. სამუშაო ჯგუფებში ჩატარებული დისკუსიის შედეგები წარმოდგენილი იქნა სამოქალაქო საზოგადოების ეროვნულ ფორუმზე, რომელიც გაიმართა 2016 წლის 17 თებერვალს. ამასთან, ფორუმს ესწრებოდა სემინარის მონაწილეების უმრავლესობა და მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფორუმზე გამართულ დისკუსიებში.

 

 

 

..................................................................................................................................................................

 

harm reduction national report 2015 

 

....................................................................................................................................................................

გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული რეგიონალური პროექტის „ზიანის შემცირება მუშაობს-დააფინანსეთ!“ ფარგლებში, ევრაზიის ზიანის შემცირების ქსელმა 2014 წლის 5-7 აგვისტოს ქ. ვილნიუსში (ლიტვა) გამართა ტრენინგი, რომელიც მიეძღვნა პროექტის ფარგლებში შემუშავებული ზიანის შემცირების პროგრამებისა და სერვისების შეფასებისა და განფასების ინსტრუმენტების პრაქტიკაში გამოყენების მეთოდებს. ტრენინგის ცალკეული სესიები დაეთმო პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი საადვოკაციო აქტივობების დაგეგმვასა და მათი ეფექტურობის შეფასების ინდიკატორების შემუშავებას.

2014 წლის 17-19 სექტემბერს კაჭრეთში,  გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ზიანის შემცირება მუშაობს- დააფინანსეთ!“ ფარგლებში გაიმართა ტრენინგი ზიანის შემცირების სერვისების შეფასების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით. ტრენინგს მასპინძლობა ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა გაუწია, ხოლო ფასილიტაცია ზიანის შემცირების ევრაზიის ქსელის ექსპერტებმა ითავეს. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ამავე პროექტის ფარგლებში, შერჩეულმა სათემო ორგანიზაციებმა, კერძოდ: რუბიკონი (ქუთაისი), აკესო (თბილისი), ფენიქსი 2009 (ოზურგეთი). ტრენინგის მსვლელობის მანძილზე მონაწილეები გაეცნენ ზიანის შემცირების სერვისების პრიორიტეტიზაციისა და შეფასების მოდულებს, რომელზე დაყრდნობითაც, ტრენინგის მონაწილეები წლის ბოლომდე, ნარკომომხმარებელთა სადისკუსიო ჯგუფებისა და ანკეტირების საშუალებით, შეაგროვებენ ინფორმაციას, რომელიც ზიანის შემცირების სერვისების შეფასებას, და პრიორიტეტული სერვისების განფასებას დაეხმარება.