შიდსის მსოფლიო დღის კამპანია

წლევანდელი კამპანია PTF-ის ეგიდით გაიმართა 1 დეკემბერს. მოხდა ორგანიზაციების გეგმების გაზიარება და კოორდინაცია. პროცესს ამჯერად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროც შეუერთდა. ორგანიზაციების მიერ დაიგეგმა და განხორციელდა არერთი ღონისძიება: გამოფენები, მრგვალი მაგიდები, კონცერტები, ტესტირების აქციები, ფილმის ჩვენებები და სხვა მრავალი.

 

ერთობლივი ღონისძიება 1 დეკემბერს თბილისში გაიმართა, მასში მონაწილეობა მიიღეს მთავრობის წევრებმა, დონორმა ორგანიზაციებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა. ღონისძიება მოეწყო თბილისში, მწერალთა სახლში.