პროცედურული სახელმძღვანელოსა და სათემო მობილიზიციის სისტემის შემუშავებისთვის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

26-28 დეკემბერს, ქ თბილისში, სასტუმრო „ტიფლის ლაერტონში“ გაიმართა GeNPUD-ის პროცედურული სახელმძღვანელოსა და სათემო მობილიზიციის სისტემის შემუშავებისთვის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა/ვორქშოფი. შეხვედრის ფასილიტაცია გასწია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC- http://www.ctc.org.ge) წარმომადგენელმა. სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღო GeNPUD-ის  რეგიონალურმა და ადგილობრივმა წევრებმა, ქსელის წევრი საინიციატივო ჯგუფების და სათემო ორგანიზაციების  და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის წარმომადგენლებმა. ზემოთ ჩამოთვლილი სამუშაოს შესრულების საბოლოო პროდუქტები იქნება: მომხმარებელთა თემის პროცედურული სახელმძღვანელო და სათემო მობილიზაციის სისტემის ფორმირებისა და ფუნცქიონირების დოკუმენტი.