„კანონი კლავს" !

„ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“ (GeNPUD),ა/ო „თანადგომას“ და „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ ორგანიზებით ადამიანის უფლებების დღესთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. საპროტესტო აქცია გაიმართა 2016 წლის 7 დეკემბერს 18:00 სთ-ზე ქ. თბილისში პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

საქართველო დღემდე გამოირჩევა ცივილური სამყაროსგან მოქმედი დასჯაზე ორიენტირებული ნარკოკანონმდებლობითა და რეპრესიული ნარკოპოლიტიკით, რომელიც ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიც არის ჯანმრთელობის, თავისუფლებისა და სიცოცხლის უფლება. შესაბამისად ნიშანდობლივია, რომ საპროტესტო აქცია წინ უსწრებდა „ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს“, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 10 დეკემბერს აღინიშნება.

გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში მოქმედმა რეპრესიულმა ნარკოპოლიტიკამ მრავალი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, გასცდა მხოლოდ ნარკომომხმარებელთა ინტერესებს და სრულიად საზოგადოების პრობლემად იქცა. გასულ ზაფხულს, ქ. სამტრედიაში მომხდარ ფაქტს, როდესაც 22 წლის დემურ სტურუა სამართალდამცავი ორგანოების ზეწოლისა და შანტაჟის ნიადაგზე თვითმკვლელობამდე იქნა მიყვანილი, რასაც იგი სიკვდილის წინ დატოვებულ წერილში დეტალურად აღწერდა და მიუთითებდა კონკრეტული ადგილობრივი სამართალდამცავის სახელსა და გვარს, რომელიც ამჟამად წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული, თუმცა სასამართლო განხილვა ჭიანურდება და განაჩენი დღემდე არ არის გამოტანილი. აქვე მოგეხსენებათ გასულ წელს ქ. ქუთაისში მომხდარი ასევე ლეტალური შედეგით დასრულებული ფაქტის შესახებ, როდესაც ლევან აბზიანიძეს იძულების წესით დაალევინეს სამართალდამცველებმა შარდმდენი საშუალებები, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია, რაც ასევე დადასტურებულია პირველადი ექსპერტიზის მიერ, თუმცა სამართალდამცველთა მიმართ განაჩენი არც ამ შემთხვევაში დამდგარა.

ყოვლად შემაძრწუნებელია, რომ ჩვენს ქვეყანაში დღეს მოქმედი ტოტალიტარულ დევნაზე დაფუძნებული სისტემის გადმონაშთი მკვლელი ნარკოპოლიტიკის გამო მრავალმა ახალგაზრდა ადამიანმა უკვე თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, აგრეთვე მიუხედავად არაერთი საარჩევნო დაპირებებისა დღევანდელი არჩეული ხელისუფლება კვლავ არ არის მოწოდებული ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის სისტემური ცვლილებებისთვის და კვლავ მასობრივად ახორციელებს ახალგაზრდების დაპატიმრებას, ჩვენი ოჯახების დევნას, დანაშაულის ზრდას, პროგრესის და ჩვენი საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ ბრძოლას.

გამომდინარე ქვეყანაში მოქმედი რეპრესიული ნარკოკანონმდებლობიდან, რაზეც არ არსებობს მტკიცებულება, რომ წლების მანძილზე გატარებულმა ღონისძიებებმა რაიმე სახის შედეგი მოიტანა, ფოკუსი გაკეთდა სწორედ კანონის დაუყონებლივ ცვლილებაზე. შესაბამისად საპროტესტო აქციის მთავარ სლოგანი იყო:                                                                         

„კანონი კლავს!“

აქციის ძირითადი გზავნილები:

-           კანონი კლავს მომავალს!

-           კანონი კლავს თავისუფლებას!

-           კანონი კლავს ღირსებას!

-           კანონი კლავს თავისუფლებას!

-           კანონი კლავს ჯანმრთელობას!

 

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ასობით ადამიანი შეიკრიბა ორგანიზატორების მიერ წინასწარ დადგმულ სახრჩობელასთან, აღჭურვილი კონკრეტული არგუმენტებით, საქმეებით და ხელისუფლების მიმართ ემოციური მოწოდებებით ნარკოპოლიტიკის ცვლილებებისკენ, სწორედ იმ დაპირების შესრულების მოთხოვნით, რომელიც არჩევნების წინ უხვად გაიცა. 

აქციაზე გამოტანილ იქნა სახრჩობელა, როგორც მოქმედი ნარკოპოლიტიკის სიმბოლო. სახრჩობელა სადემონსტრაციოდ ქალაქის ცენტრში პარლამენტის შენობის წინ დაიდგა. აქციის მონაწილეები სახრჩობელისა და ბანერებზე გამოტანილი ზემოხსენებული მესიჯების ფონზე  სიტყვით გამოვიდნენ და სახელმწიფოს კიდევ ერთხელ მოუწოდეს  ქვეყანაში მოქმედი ნარკოპოლიტიკის გაუქმება, რომელიც ადამიანების უფლებების შელახვასთან ერთად  სპობს სიცოცხლის უფლებას.

 

სახრჩობელას დემონსტრაცია იყო სიმბოლო საქართველოს ნარკოპოლიტიკის იმ რეალობის, რომელიც ათეული წლებია ქვეყანას გამოარჩევს, როგორც არაჰუმანურ, არაცივილიზირებულ ქვეყანას თავისი მკვლელი ნარკოპოლიტიკით, რაც იწვევს საზოგადოების სიღარიბეს და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, მათ შორის სიცოცხლის უფლების და ტანჯვის, არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობისგან დაცვის უფლების დარღვევას.  

 

აქციაზე ასევე ხაზგასმით იქნა აქცენტი გაკეთებული მოქმედი ნარკოპოლიტიკის კიდევ ერთ მანკიერ მხარეზე, როგორიც არის ე. წ. „ჩადება“ სამართალდამცავთა მხრიდან, რასაც ისინი ხშირად ადამიანების დასაშანტაჟებლად და დასაშინებლად იყენებენ. დაშინების და შანტაჟის ერთერთი ნათელი გამოვლინებაა გიორგი ადეიშვილის ქეისი, რომელიც GeNPUD-ის აქტივისტების აქტიურობის შედეგად კარგად არის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი. გიორგი ადეიშვილს 10 გრამი მარიხუანას ჩადებისთვის აქვს გენერალურ ინსპექციაში სარჩელი შეტანილი და აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. გიორგი ადეიშვილი 7 დეკემბრის აქციაზე გამოვიდა სიტყვით და საზოგადოებას მიმართა, რომ იგი არ აპირებს არ ჩადენილი ფაქტის აღიარებას და ბოლომდე იბრძოლებს GeNPUD-თან ერთად მისი სიმართლის დასამტკიცებლად. საპროტესტო აქცია დასრულდა აქტივისტების მიერ ადგილზე დამონტაჟებული სახრჩობელას სადემონსტრაციო განადგურებით, რაც გახლდათ აქციის მონაწილეებისა და საზოგადოების მიერ გაკეთებული ჟესტი და მოწოდება, რომ ასევე განადგურდეს და დაიმსხვრეს ქვეყანაში მოქმედი დამსჯელობითი კანონი და რეპრესიული ნარკოპოლიტიკა.

 

 

აქციამ ექსცესების გარეშე, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. მასში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 300-400 მხარდამჭერმა და აქტივისტმა. აქცია გაშუქდა ფაქტობრივად ყველა ადგილობრივი მედიასაშუალების მიერ. ასევე ბეჭდური და ინტერნეტ მედია საშუალებების მიერ დაიწერა სტატიები. სწორედ ამიტომაც 7 დეკემბრის დემონსტრაცია ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ყურადღების სამიზნე გახდა სხვადასხვა მედია საშუალებებისთვის, რომელიც ასევე პოლიტიკური უმრავლესობის და მთავარი ოპოზიციური პარტიების ლიდერების მხრიდან კომენტარის საგანი გახდა.

 

 

7 დეკემბერი - საპროტესტო აქცია: კანონი კლავს !

ლინკები:

GeNPUD-ის განცხადება - http://genpud.ge/home/content?content_id=139

ივენთის ფბ გვერდი - https://www.facebook.com/events/1095610453890446/?active_tab=discussion

პირდაპირი ჩართვა ადეიშვილის საქმეზე (პოლიციის შენობა) https://www.facebook.com/genpud/videos/1804539819793862/

პირდაპირი ჩართვა ადეიშვილის საქმეზე (სასამართლო ) https://www.facebook.com/CaRDPGEO/videos/2183015688589378/

აქციის ანონსი :

http://www.geomediatv.ge/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A/     

https://www.youtube.com/watch?v=E3OQnijtHTw&feature=youtu.be

http://liberali.ge/news/view/26352/narkopolitikis-erovnuli-platforma--gegmebi-motkhovnebi-argumentebi

http://netgazeti.ge/news/160097/

 

პლატფორმის მხარდამჭერი პრესკონფერენცია:

http://1tv.ge/ge/news/view/143552.html

http://liberali.ge/news/view/26344/narkopolitikis-platforma-gauqmdes-mokhmarebistvis-siskhlis-samartlis-pasukhismgebloba

https://www.youtube.com/watch?v=bPjSe7N6W2A&feature=youtu.be

აქცია :

ლიბერალი - http://liberali.ge/news/view/26356/kanoni-klavs--aqtsia-parlamenttan-represiuli-narkopolitikis-shetsvlis-motkhovnit

რადიო თავისუფლება - http://www.radiotavisupleba.ge/a/aktsia-narkopolitikis-shesatsvlelad/28161807.html

20/30 - http://2030.news/?newsid=19685

Pia - http://pia.ge/post/83258-aqciis-kanoni-klavs-monawileebma-xelisuflebisgan-narkopolitikis-humanizacia-moitxoves

ნეტგაზეთი - http://netgazeti.ge/news/160330/

TV იმედი  - https://www.youtube.com/watch?v=01AgjIIEIPs&t=2s

TV პირველი - https://www.youtube.com/watch?v=vZZ1Wo6zLk0

TV კავკასია - https://www.youtube.com/watch?v=VryDtoDNocI

TV პალიტრანიუსი - https://www.youtube.com/watch?v=HqC7bdbmLeI

TV GDS - https://www.youtube.com/watch?v=mwz3mwH35J0&t=1s

TV Rustavi 2 - https://www.youtube.com/watch?v=bPjSe7N6W2A&feature=youtu.be

 

უცხოურენოვანი გამოემა :

http://www.ekhokavkaza.com/a/28161845.html

http://www.talkingdrugs.org/ru/Gruzia-viselitsa-kak-simvol-narkopolitiki