ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი

 

ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი (ძდექ) 2003 წლიდან მუშაობს ოჯახში ძალადობის საკითხებზე.  ძდექ-ი საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 10 რეგიონულ კომიტეტსა და 6 ქვე-კომიტეტს.

ორგანიზაცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს სთავაზობს სამართლებრივ დახმარებას, ფსიქო-სოციალურ  რეაბილიტაციასა და თავშესაფრის მომსახურებას.

შესაბამის სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ერთად ძდექ-ი აქტიურად მონაწილეობდა „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შემუშავების პროცესში, რომელიც 2006 წელს მიღებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ.

2007 წლიდან ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის ინიციატივით მომზადდა ხუთი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (რომელთა დიდი ნაწილი მიღებული იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ), რომლის მიზანი იყო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ეფექტური დაცვისათვის საკანონმდებლო  ბაზის გაუმჯობესება.

ძდექ-ი ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელმაც  მუშაობა დაიწყო ოჯახში ძალადობის თემაზე და გახსნა თავშესაფარი თბილისსა და ახალციხეში. ძდექ-ი, სახელმწიფოს გარდა, რჩება ერთადერთ ორგანიზაციად, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს უზრუნველყოფს თავშესაფრის სერვისით.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის თავშესაფარი, ასევე, ასრულებს კრიზისული ცენტრის ფუნქციასაც და ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს ემსახურება იმ შემთხვევაშიც, სანამ ისინი ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სამართლებრივ სტატუსს მიიღებენ. ვინაიდან ძდექ-ის თავშესაფარში მოსახვედრად საჭირო არ არის დამატებითი ბიუროკრატიული პროცედურების გავლა, ორგანიზაციის არსებული თავშესაფარი მუდმივად გადატვირთულია და სასიცოცხლო როლს ასრულებს იმ ქალებისა და ბავშებისათვის, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი არიან და საჭიროებენ პირველად და გადაუდებელ დახმარებას.

ძდექ-ი აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ოჯახში ძალადობის საწინააღმდეგო ღონისძიებათა განხორციელების სფეროში. მსგავსი წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, 2015 წელს ძდექ-მა გურჯაანის მუნიციპალიტეტში შეძლო კრიზისული ცენტრის გახსნა.

ძდექ-ის მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მოძალადის ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარება, რომელიც მიზნად ისახავს ძალადობის განმეორების თავიდან აცილებასა და მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, აგრეთვე მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლას.

ძდექ-ი  მრავალი წელია ატარებს  ტრენინგებსა და  საინფორმაციო შეხვედრებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ორგანიზაციის სამიზნე ჯგუფია ის ინსტიტუციები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობენ ოჯახში ძალადობის საწინააღმდეგო ღონისძიებებში. კერძოდ: მოსამართლეები, პოლიციელები, პროკურორები, ადვოკატები, სოციალური სამსახურის წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მოღვაწე პირები, რათა გაიზარდოს  მათი ცნობიერება ოჯახში ძალადობის პრობლემის თაობაზე და ხელი შეეწყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებას.

 

თბილისი,0112,  ტელ/ფაქსი:99532 2950679, მისამართი: ზურაბ ჭავჭავაძის 9,

ელ ფოსტა : antiviolence@avng.ge

ვებ გვერდი; www.avng.ge

 

ძდექ-ის რეგიონული კომიტეტები

 

კახეთი -  გურჯაანი,  ჯილდა ხარიტონაშვილი 599 51 20 25

ლაგოდეხი - ევა ლომთაძე 599 85 66 34;599 88 97 17;

თელავის რაიონი,სოფ.სანიორე ,თამილა ბაწაშვილი 557 74 71 62

 

მცხეთა-მთიანეთი-  მცხეთა,  თამარ მაისურაძე 593 26 61 51

წეროვანი, ხათუნა ვარდუაშვილი 599 39 97 02

 

შიდაქართლი - გორი ლამარა შაყულაშვილი 577 93 10 16

სოფ. კარალეთი, მარიამ ჩუხრუკიძე 598 70 91 71

რუსთავი, მადონა დუდაშვილი 591 919178

 

ქვემოქართლი -  მარნეული, ლეილა სულეიმანოვა 593 20 50 65

 

სამცხე-ჯავახეთი - ახალციხე, მარინა მოდებაძე 571 54 83 44

 

იმერეთი - ქუთაისი, ალა გამახარია 599 54 31 61

 

სამეგრელო-ზემოსვანეთი - ზუგდიდი, ხათუნა ბეჭვაია 599 96 67 44

 

რაჭა-ლეჩხუმიდაქვემოსვანეთი - ამბროლაური, ნინო სოხაძე 551 58 62 07

 

გურია - ოზურგეთი, მაია ბერიძე 599 33 45 50

ჩოხატაური,მანანა ჯინჭარაძე 577 62 48 48

დვაბზუ, ქეთევან ხიდაშელი 593 76 54 81

 

აჭარა - ბათუმი, თინათინ აბაშიძე 599 20 96 46; 557 20 00 01;