კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი

 

კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი

 

ორგანიზაციის ძირითადი მიზნები: კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი დაარსდა 1997 წელს, ხოლო რეგისტრირებულია 1998 წლიდან. ცენტრი აქტიურად მუშაობს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. Oრგანიზაციას გააჩნია პროექტების განხორციელების დიდი გამოცდილება, შესაბამისი რესურსები პერსონალის, ოფისის და ტექნიკური აღჭურვილობის სახით. ორგანიზაციის ცენტრალური ოფისი მდებარეობს ქ. თბილისში, ასევე აქვს ფილიალი ქალაქ გორში. ცენტრს გააჩნია აქტივისტების და მოხალისეთა ჯგუფები როგორც თბილისში ასევე რეგიონებში. ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში ამჟამად 5 იურისტი მუშაობს, ხოლო გორის ოფისში 1 იურისტი. 1997 წლიდან სხვადასხვა დროს ორგანიზაციას მხარდაჭერას უწევდნენ დონორები: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი (UNHCR), ევროკავშირი (ტასისის პროგრამა), ეუთო, მერსი კორი, ამერიკის იურისტთა ასოციაციის აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების სამართლებრივი ინიციატივა (ABA/CEELI), ფონდი “ჰორიზონტი”, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”, “ციხის საერთაშორისო რეფორმა” (PRI).

 

კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებათაA და თავისუფლებათაA დაცვას, საზოგადოებაში მართლშეგნების დონის ამაღლებას და კანონის პატივისცემის დამკვიდრებას, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესის ხელშეწყობას.

ცენტრი ადამიანის საყოველთაოდ  აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის შემთხვევაში იცავს პირის ინტერესებს საქართველოს საერთო სასამართლოებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, საქართველოს ადმინისტრაციულ ორგანოებში ასევე სამართალდამცავ ორგანოებში.  ორგანიზაცია  აწყობს ადგილობრივი და საერთაშორისო დონის კონფერენციებს, სემინარებს და ტრენინგებს. პერიოდულად ატარებს  გამოკვლევებს და მონიტორინგს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.

 ცენტრის ადვოკატების მიერ  ნაწარმოებია 2000-ზე მეტი საქმე საერთო სასამართლოებში და  გამოძიების ორგანოებში. ცენტრის ადვოკატების მიერ მოგებულია 2 საქმე ევროსასამართლოში. ცენტრის  მიერ გამოცემულია არაერთი პრაქტიკული სახელმძღვანელო სამართლის სხვადასხვა სფეროში.

 ორგანიზაციის რეგისტრაციის თარიღი, მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება და რეგისტრაციის ნომერი:  1998 წლის 22 დეკემბერი,დიდუბე–ჩუღურეთის რ–ნის სასამართლო 2/9–58.                  200031376 

თბილისი.პეკინი ქ. N5 სართ. 3
ტელ: (599) 27 52 08
ტელ: 599 28 45 54
ელ. ფოსტა: cpcr@caucasus.net