ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაცია

ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაცია (ფფა)

ყოფილი ახალგაზრდა ფსიქოთერაპევტთა ასოციაცია (აფა) მდიდარი გამოცდილების მქონე პროფესიული, არასამთავრობო, საზოგადოებრივი გაერთიანებაა. იგი დაფუძნდა 1999 წლის მარტში და კომპლექსურ პროფესიულ საქმიანობას ეწევა. 


ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციას ფართო მიზნები აქვს და მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი და საქმიანობის სფერო ფსიქო-სოციალური და სოციოლოგიური კვლევების ჩატარება და ტრეინინგ მომსახურებაა. ასოცოციაცია ახორციელებს სხვადასხვა ტიპისა და მიმართულების აპრობირებულ ტრეინინგებს საზოგადოების მოთხოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. 

ასოციაციის გამგეობა

სოფიო ვერულაშვილი _ პრეზიდენტი
თინათინ ფანცულაია 
ეკა კაპანაძე
ნინო ქვარიანი 
თეონა ლომთაძე




საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება

• საქ. მეც. აკადემიის დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი
• თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
• საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
• მოსკოვის ფსიქოთერაპიის ინსტიტუტი
• სანქტ-პეტერბურგის ფსიქოთერაპიისა და კონსულტირების ინსტიტუტი “ჰარმონია” 
• კანადის სოციალური სამსახურის სკოლების ასოციაცია 
• შერბრუკის უნივერსიტეტის სოციალური სამსახურის დეპარტამენტი
• ა.შ.შ.-ს საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი (IIჩ) 
• ინდივიდუალური განათლების საერთაშორისო ინსტიტუტი(კანადა, ტორონტო)
• კანადის ალფრედ ადლერის ინდივიდუალური ფსიქოლოგიის საზოგადოება
• ტორონტოს ფსიქოთერაპიის ინსტიტუტი(კანადა)
• აზერბაიჯანის ფსიქოლოგთა ასოციაცია 
• სომხეთის ტრანსაქციული ანალიზის ასოციაცია
• საქართველოს სახელმწიფო კანცელარია
• საქართველოს განათლების სამინისტრო
• საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
• საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
• საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი
• ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლვითი ინსტიტუტი
• ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამა, სამხრეთ კავკასიის ანტინარკოტიკული პროგრამა (UNDP - შჩAD)
• გაეროს ბავშვთა ფონდი (UNIჩEF)
• ფონდი _ "ღია საზოგადოება საქართველო"
• გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო თბილისი
• იზრაელის საელჩო, MAშHAVI-ის ცენტრი.
• ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი
• საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასწავლო ცენტრი
• საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი
• საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს თბილისის პრობაციის ბიურო;
• საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, #5 სასჯელ-აღსრულების დაწესებულება
• საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, მოზარდთა აღმზრდელობითი დაწესებულება
• ქალთა, ბავშვთა და სოციალურად დაუცველ ფენათა პრობლემებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.

 

ასოციაციის მიზნები

• ჯანსაღი პროფესიული ეთიკის ნორმების დამკვიდრება 
ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა შორის; 
• ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა პროფესიულ დაოსტატებასა და კვალიფიკაციის დონის ამაღლების ხელშეწყობა;
• ფსიქოსომატური დაავადების პროფილაქტიკის მიზნით ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოთერაპიული მუშაობის წარმართვა; 
 • ფსიქო-სოციალური და სოციოლოგიური კვლევების ჩატარება;
• უპატრონო ბავშვთა სახლებთან, არასრულწლოვან და ქალ მსჯავრდებულთა დაწესებულებებთან, ინვალიდთა და მოხუცთა თავშესაფარებთან აქტიური თანამშრომლობა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მიზნით; 
• მოზარდთა ასაკობრივად განპირობებული პრობლემატიკის კვლევა და მათი ფსიქო-სოციალური დახმარების ეფექტური მოდელების შექმნა;
• პრევენციული ღონისძიებების წარმოება ისეთი სოციალური დაავადებების თავიდან აცილების მიზნით, როგორიცაა ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, აივ/შიდსი და ა.შ;
• ქალთა პრობლემების კვლევა; 
• ძალადობის მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და ფსიქოთერაპიული დახმარება; 
• იძულებით ადგილნაცვალი პირების, მეომრებისა და ვეტერანების ფსიქო-სოციალური და ფსიქოთერაპიული დახმარება ადაპტაციისა და რეაბილიტაციის მიზნით; 
• ისეთი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ფსიქო-სოციალური მომსახურების მოდელების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის აქტიურ ჩართვას სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის პროცესში; 
• სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების და დაწესებულებების ფსიქო-სოციალური კონსულტაციური მომსახურეობა;
• ნეგატიური სოციალური განწყობების (ტერორიზმი, კორუფცია და სხვა დანაშაულებრივი, დელიკვენტური თუ დევიაციური) კვლევა და მათ აღმოსაფხვრელად მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა;

ასოციაცია არის შემდგი კოალიციების წევრი

• ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კოალიცია - 
დამფუძნებელი წევრი (პროექტი - "ჰარმონია")
• საქართველოს ანტინარკოტიკული კოალიცია - დამფუძნებელი წევრი
• ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი _ დამფუძნებელი და გამგეობის წევრი(2008 წლამდე) 

 

მისამართი - თბილისი,ვაჟა-ფშაველასგამზ.16 ა, მე-14 სართული,

ვეგვერდი - http://www.gestaltinstitute.ge/

 

ტელეფონი -  (+995 32) 2 377-349 ; (+995 99) 25 79 72

ელ.ფოსტა - ppassociation@gmail.com