ვიზიტი ჰეპა პლუსში

25 იანვარს, კლინიკა ჰეპაში ჩატარდა  საიტ ვიზიტი, რომლის ინიციატორი იყო კლინიკის წარმომადგენელი თენგიზ ცერცვაძე. შეხვედრას ესწრებოდნენ ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის 3 სუბ. კონტრაქტორი ორგანიზაცია: „ახალი გზა“, „ჰეპა პლიუსი“, „აკესო“. სულ 12 მონაწილე (ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ადმინისტრაციული ერთეული, სერვის ცენტრების კოორდინატორები, ნკტ კონსულტანტები და აუთრიჩ მუშაკები). შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის სერვის ცენტრებში გამოვლენილი  C ჰეპატიტზე დადებითი შემთხვევების რეფერირების მიზნით კლინიკასთან თანამშრომლობის გზების დასახვა.

თენგიზ ცერცვაძემ და კლინიკის სხვა თანამშრომლებმა გააცნეს შეხვედრის მონაწილეებს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მათ მიერ გაწეული სამუშაო. თავის მხრივ სერვის ცენტრებმა და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ადმინისტრაციულმა ერთეულმა გააცნო კლინიკის თანამშრომლებს გლობალური ფონდის პროგრამის ფარგლებში მათ მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობა და სპეციფიურობა და ასევე სერვის ცენტრების მიერ გაწეული სამუშაო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში.

შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობისთვის განისაზღვრა საჭიროებები, თენგიზ ცერცვაძემ კლინიკა ჰეპას და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის სახელით შესთავაზა ზიანის შემცირების ქსელის წარმომადგენლებს  მხარდაჭერა და თანამშრომლობა შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

  • პაციენტთა სკოლების ორგანიზება C ჰეპატიტზე - კლინიკა ჰეპას და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმები ჩაატარებენ საინფორმაციო - საგანმანათლებლო შეხვედრებს ზიანის შემცირების ცენტრებში;
  • სათემო ჯანდაცვის მუშაკების  ტრენინგი ზიანის შემცირების ცენტრებში;
  • კარგად სტრუქტურირებული აივ/შიდსისა და C ჰეპატიტის რეფერირების სქემის გამოყენება;
  • ეფექტური უკუკავშირის მექანიზმის დანერგვა ბენეფიციარებზე, რომლებიც რეფერირების შედეგად ჩაერთვებიან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში;
  • უფასო სამედიცინო კონსულტაციების უზრუნველყოფა ბენეფიციარებთან  B ჰეპატიტზე და კო-ინფექციებზე;
  • სხვადასხვა გზების მოძიება თანხების მოსაზიდად, რომლითაც მოხდება C ჰეპატიტით ინფიცირებულ ბენეფიციარებში B ჰეპატიტზე ვაქცინაციის დაფინანსებადაფინანსება ცე-ზე მკურნალობის შემდეგ;
  • კოჰორტული კვლევის ჩატარება ნიმ-ებში შნპ პროგრამის საიტებზე C ჰეპატიტის ინციდენტობის შეფასების მიზნით.