“აივ-ისა და ჰეპატიტი C-ს პრევენციისა და მომხდარის შემსუბუქების უნარების გაძლიერება საქართველოში”

“აივ-ისა და ჰეპატიტი C-ს პრევენციისა და მომხდარის შემსუბუქების უნარების გაძლიერება საქართველოში

 

  

პროექტი მიზნად ისახავს გააძლიეროს ზიანის შემცირების ეროვნული ქსელის 26  ორგანიზაცია, აივ ინფექცია შიდსისა და ჰეპატიტის პრევენციისა და მომხდარის შემსუბუქების ეროვნული პასუხის აქტიური თანამონაწილეობისათვის, გაძლიერების პრინციპებისა და გენდერულად მგრძნობიარე მიდგომების გათვალისწინებით, პოლიტიკის დიალოგში აქტიური ჩართულობისა და ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე ანგარიშვალდებულებების მექანიზმების პრაქტიკაში ამუშავების ხელშეწყობისათვის.

სამოქალაქო სექტორის მიზნობრივი გაძლიერება ფუნდამენტალურია იმისთვის რომ, აივ დადებით ადამიანებს, ნარკო მომხმარებლებს, ჰეპატიტი ც-თი მცხოვრებ ადამიანებს მათ შორის ქალებსა და გოგონებს, გაუუმჯობესდეს ხელმისაწვდომობა მდგრად და ხარისხიან  სამედიცინო და სოციალურ სერვისებზე. მთავარი ამოცანაა მიზნის მიღწევა აღნიშნული ჯგუფების უშუალო ჩართულობით და მათი ფუნდამენტალური უფლებების გათვალისწინებით განხორციელდეს.

ძირითადი აქტივობები მოიცავს ქსელის ორგანიზაციების მმართველობისა და ადვოკაციის უნარების შეფასებას, ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენას და ამაზე დაყრდნობით მიზნობრივი განვითარებისა და საადვოკაციო სტრატეგიის შემუშავება/განხორციელების ხელშეწყობას.

13/14 ივნისი -ადვოკაციის სტრატეგიული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა (ქუთაისი)

შეხვედრებზე განხილული იყო ქსელის არსებული სტრატეგია და ის კომპონენტები რომლებიც საჭიროა სამომავლო ჰოლისტური საადვოკაციო პროცესებისათვის, რომელსაც სინქრონიზებაში მოყავს ეროვნულ დონეზე მიმდინარე საადვოკაციო დინებები. შედეგად შემუშავდა სტრატეგიის განახლებული შავი ვერსია, რომლის განხილვა ქსელის წევრებს შორის იგეგმება ივლისის ბოლოს. (საბოლოო თარიღი დამოკიდებულია C ჰეპატიტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებების მოსამზადებელ ეტაპზე).  მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიას საბოლოო სახე აგვისტოს ბოლოს მიეცემა, რიგი მიმართულებების მიხედვით უკვე ხორციელდება საადვოკაციო აქტივობები მომავალშიც სტრატეგიის დოკუმენტი მოიაზრება როგორც ცოცხალი დოკუმენტი რომლის გადახედვა და განახლება განხორციელდება ქვეყნის არსებული კონტექსტიდან გამომდინარე. აქტივობების სინერგია ხდება გლობალური ფონდის რეგიონალური პროექტის , „ზიანის შემცირება მუშაობს დააფინასეთ!“ განსახორციელებელ სადვოკაციო აქტივობებთან. პროექტი ხორციელდება ზიანის შემცირების ევრაზიის ქსელის მხარდაჭერით.

 

საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის შეხვედრა

19/20 მარტს,  სიღნაღში გაიმართა საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის შეხვედრა, სადაც შეიქმნა პლატფორმის მემორანდუმის ჩარჩო, გაიწერა პლატფორმის მიზნები და ამოცანები. ამავე დღეს მოხდა პროექტის წარდგენა სტეიკჰოლდერებისათვის. ფორმატის ფარგლებში ზიანის შემცირების საქართელოს ქსელმა მისთვის პრიორიტეტული სტრატეგიული მიმართულებები  წარადგინა, რაც შემდგომში ფართოდ აისახა პლატფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში. ჰოლისტური სტრატეგიის არსებობა, რომლის განხორციელებაში ჩართულია ეროვნულ დონეზე მოქმედი ყველა წამყვანი აქტორი, ხელს შეუწყობს ეფექტური საადვოკაციო საქმიანობის განხორციელებას და მის მდგრადობას პროექტის დასრულების შემდეგაც.

 

 

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის საერთო კრება,

პროექტის ფარგლებში 6 მაისს  ჩატარდა ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის საერთო კრება, სადაც კიდევ ერთხელ მოხდა პროექტის პრეზენტაცია,  და საადვოკაციო სტრატეგიული მიმართულებების და შიდა რესურსის შეჯერების პოტენციური საშუალებების განხილვა.

პროექტის თანადაფინანსებით 26 ივნისს გაიმართა რიგი ღონისძიებები, რომლებმაც წვლილი შეიტანა სადვოკაციო გეგმის განხორციელებაში და კიდევ ერთხელ დღის წესრიგში დააყენა ჰუმანური ნარკოპოლიტიკის როლი ზიანის შემცირების სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობებსებაში. 

პრესკონფერენცია

პრესკონფერენცია მიეძღვნა „ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს“, რომელიც ზიანის შემცირების საქართველოს ქსელისა და ნარკოპოლიტიკის მომხმარებელთა საქართველოს ქსელისათვის ტრადიციულად რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლის დღედ იქცა. პრესს-კონფერენციაზე დაანონსდა დღის მანძილზე დაგეგმილი ღონისძიებები.

კამპანიის სწორედ ამ დღეს გამართვით,  ხაზი გაესვა რეპრესიული ნარკოპოლიტიკის არაეფექტურობას და მის დამანგრეველ შედეგებს, როგორც თავად მომხმარებელთა თემისათვის ასევე საზოგადოების ყველა წევრისათვის.

პრესკონფერენცია გააშუქა სამთავრობო და ასევე რამდენიმე კერძო ტელეკომპანიამ, ჩართვები განხორციელდა ასევე რადიო მაუწყებლობითაც. ყველა ამ გამოსვლისას მოხდა რეპრესიული ნარკოპოლიტიკის უარყოფითი შედეგების მიმოხილვა სხვადასხვა რაკურსით: ადამიანების ფუნდამენტალური უფლებების დარღვევის ფაქტები, აივ-ისა და C ჰეპატიტის ეროვნული პასუხის ეფექტურობის შემცირება/კრიმინალიზაცია როგორც ბარიერი პრევენციული სამედიცინო და სოციალური სერვისების მიღებისათვის, რაც თავის მხრივ იწვევს მკურნალობის ხელმისაწვდომობის პრობლემას, ხარჯების ზრდას და დამატებით ტვირთად აწვება სახელმწიფო ბიუჯეტს. ძირითადი ფოკუსირება მოხდა შემდეგ საკითხებზე:

  • ქუჩის ნარკოტესტირების პრაქტიკის გაუქმება, რომელიც მიმართულია  ადამიანების დევნაზე, ჩაგვრაზე, მათი ღირსების შელახვაზე და ეწინააღმდეგება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს;
  • 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მოდიფიკაცია-ოდენობები (დოზირებების განსაზღვრა);
  • ნებისმიერი ტიპის ნარკოტიკის მცირე დოზის ფლობისა და პირადი მოხმარების დეკრიმინალიზაცია (273-ე მუხლის გაუქმება);
  • დეკრიმინალიზაცია, როგორც აივ-ისა და C ჰეპატიტის ეროვნული პასუხის ეფექტურობის უმთავრესი პირობა.

რგვალი მაგიდა- თემა: „ჰუმანური ნარკოპოლიტიკა - ხელმისაწვდომი ჯანდაცვა“

მრგვალი მაგიდა მიზნად ისახავდა სახელისუფლებო სტრუქტურებს, არასამთავრობო სექტორსა, პროფესიულ თემსა და ნარკოტიკების მომხმარებელთა თემის წარმომადგენლებს შორის დიალოგის გაძლიერებას ნარკოპოლიტიკისა და ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემების გამოვლენის, გადაჭრის და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებით. ნარკოტიკების მოხმარება და მისგან განპირობებული მძიმე შედეგები საქართველოსთვის კვლავ მწვავე პრობლემად რჩება. ნიშანდობლივია სახელმწიფოს მხრიდან ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისა და ჯანდაცვის სფეროში ინვესტირების ზრდის კუთხით. მიუხედავად წინ გადადგმული ნაბიჯებისა საქართველოს ნარკოპოლიტიკა კვლავ რჩება ორიენტირებული დასჯაზე, ხოლო ჯანდაცვის სფეროში მკურნალობა/რეაბილიტაციის, ზიანის შემცირებისა და რესოციალიზაციაზე მიმართული პროგრამების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით დგას გამოწვევები დონორის დაფინანსებიდან სახელმწიფო დაფინანსებაზე გადასვლის პირობებში.  მნიშვნელოვანია გარდამავალ ეტაპზე, ზიანის შემცირების სერვისების მდგრადობა ძირითადი მოწყვლადი ჯგუფებისთვის. აღნიშნული პრობლემები საჭიროებს დაუყოვნებლივ გადაჭრას და მათი გადაჭრის ერთადერთი გზა გახლავთ ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაცია, ნარკოტიკების მომხმარებელთა პრობლემების განხილვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჭრილში და მათი საჭიროებების შესაბამისი სერვისების მდგრადი ფინანსური უზრუნველყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

 

საზოგადოებრივი აქცია

 

დღის ბოლოს, 2016 წლის 26 ივნისს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ 19:00 სთ-ზე „ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს“, “ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელიმა“ (GeNPUD) და „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელიმა“(GHRN) რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.

საპროტესტო აქცია  „მე, ნარკოტიკების მომხმარებელი - არ ვარ კრიმინალი“ საზოგადოებრივი კამპანიის ფარგლებში გაიმართა. აქციის მთავარი გზავნილი იყო - არ დასაჯო !

აქციის ფარგლებში გამოქვეყნდა მიმართვა, რომლის ადრესატები იყვნენ : საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე.

საპროტესტო აქციის ფარგლებში გაიმართა თეატრალიზებული პერფორმანსი, სადაც მოხდა ნულოვანი ტოლერანტობის ნარკოპოლიტიკის შედეგების დემონსტრირება. აქციის მონაწილე აქტივისტებმა  მოახდინეს იმ ქმედებების და შედეგების ვიზუალიზაციას, რომელიც ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანების წინააღმდეგ რეალურ ცხოვრებაში ხორციელდება.

საზოგადოებრივი კამპანია - სოლიდარობა რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ ნარკოტიკების მომხარებელთა საქართველოს ქსელის ინიციატივით დაიწყო. კამპანიის მიზანია  საზოგადოებრივი მხარდაჭერის მობილიზება რეპრესიული ნარკოპოლიტიკით გამოწვეული ნეგატიური შედეგების შესამცირებლად.

  

 

 

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის სერვისების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა კაჭრეთის ამბასადორი-12-14 იანვარი, 2017

შეხვედრა ეხებოდა ნარკოლოგიური კლინიკური (მკურნალობა/რეაბილიტაცია) სერვისების განვითარებას საქართველოში. ერთის მხრივ დისკუსია შეეხო მიწოდებული სერვისების ხარისხის მინიმალურ სტანდარტებს და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს. მეორეს მხრივ ვიმსჯელეთ დეკრიმინალიზაციის პირობებში სერვისების სპექტრის და მოცულობის გაზრდის საკითხებზე.