შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

2017 წლის 24 მაისს, შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელისა (GeNPUD) და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის (GHRN) ორგანიზებით სოლიდარობის აქცია გაიმართა.

აქციის მთავარი გზავნილიერთად დავამარცხოთ შიდსი! რეპრესიული ნარკოპოლიტიკა რეგრესია ! მკურნალობა დასჯის ნაცვლად !                                             

აქციის მონაწილეებმა პუშკინის სკვერიდან რიყის პარკისკენ მსვლელობა გამართეს. მოსახლეობაში გავრცელდა სპეციალურად მსოფლიო დღისთვის შექმნილი საინფორმაციო მასალა, ისევე როგორც აქციის მონაწილე აქტივისტები შედიოდნენ კომუნიკაციაში მოსახლეობასთან და აწვდიდნენ მათ შიდსთან დაკავშირებულ ინფორმაციას. რიყის პარკში კი აქციის მონაწილეებმა სოლიდარობის ნიშანი გამოსახეს და სანთლების დანთებით პატივი მიაგეს შიდსით გარდაცვლილთა და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შედეგად დაღუპულ მოქალაქეების ხსოვნას. მათი ხსოვნის უკვდასაყოფად სიმბოლურად საჰაერო ფრანები იქნა გაშვებული.

აქცია გაშუქდა მასმედიის საშუალებებით:

ივენთი - https://www.facebook.com/events/691763597637235/?acontext=%7B%22ref%22%3A%22106%22%2C%22action_history%22%3A%22null%22%7D

1.ქუთაისი - https://www.youtube.com/watch?v=adlKE_S-WGQ

2.პულსი - https://www.youtube.com/watch?v=JwPEVyXK93o

3.TV პირველი - https://www.youtube.com/watch?v=hGr9dOVbgww&feature=youtu.be

4.ლიბერალი - http://liberali.ge/news/view/29499/tbilisshi-shidsit-gardatsvlilta-khsovnis-saertashoriso-dghe-aghnishnes

 5.საზ მაუწყებელი -  http://1tv.ge/ge/videos/view/184609/623.html

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს (The International AIDS Candlelight Memorial) გამართული აქციის მიზანია 36.7 მილიონი აივ-ინფიცირებული ადამიანისადმი გლობალური სოლიდარობის გამოხატვა, სტიგმისა/დისკრიმინაციის  შემცირება და მომავალი თაობისათვის იმედის მიცემა. აქციის მიმდინარეობისას ქსელის წევრი სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, აივ დადებითმა ადამიანებმა, ნარკოტიკების მომხმარებლებმა და მათი ოჯახის წევრებმა მოქალაქეებში და პრესასთან ისაუბრეს აივ/შიდსის სამკურნალო და პროფილაქტიკური პროგრამების ხელმისაწვდომობაზე და უპირატესობებზე, ისევე როგორც მოუწოდეს ხელისუფლებას დროულად აღმოიფხვრას ბარიერები, რაც თავის მხრივ ხელს უშლის აღნიშნული პროგრამების ეფექტიან განხორცილებას, დაავდების გამოვლენას, მოქალაქეების ზიანის შემცირების და სამკურნალო პროგრამებში დროულ ჩართვასა და დაყოვნებას. როგორც ცნობილია, ქვეყანაში მოქმედი რეპრესიულ ნარკოპოლიტიკა ეწინააღმდეგება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ხელს უშლის სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობასა და ხარისხის უზრუნველყოფას. აქციის მონაწილეების მოწოდება სწორედ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დაუყონებლივ ცვლილებას და ჰუმანიზაციის აუცილებლობას გულისხმობდა.

24 მაისის სოლიდარობის აქცია ასევე გაიმართა შემდეგ ქალაქებში: ბათუმი, ოზურგეთი, ქუთაისი, ორგანიზაციების „იმედი“, „ფენიქსი 2009“ და „რუბიკონის“ ორგანიზებით.

თბილისის სოლიდარობის აქციის ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღეს სათემო ორგანიზაციებმა: „ჰეპა პლიუსი“, „ახალი ვექტორი“.

გაეროს ორგანიზაციების ინფორმაციით მსოფლიოში 36.7 მილიონი ადამიანია ინფიცირებული აივ ვირუსით. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულთა რიცხვმა 78 მილიონ ადამიანს მიაღწია, ხოლო გარდაცვლილია 35 მილიონი ადამიანი. 2017 წლის აპრილის მონაცემებით საქართველოში რეგისტრირებულია 6311 შემთხვევა. შიდსი განუვითარდა 3507 პაციენტს.  აივ დადებითი ადამიანების 43.8% ნარკოტიკების მომხმარებელია. შიდსის  ვირუსმა უკვე 1279 სიცოცხლე შეიწირა. ანტივირუსულ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდამ მნიშვნელოვნად შეამცირა სიკვდილიანობის შემთხვევები, მაგრამ ინფიცირებულთა მხოლოდ 37% იღებს მისთვის საჭირო მკურნალობას. ანტივირუსულ მკურნალობაზე არვ მკურნალობაზეა 3786 (მათ შორის აფხაზეთში - 441) პაციენტი. აივ ინფექცია/შიდსის მკურნალობა უფასოა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.

 იხილეთ ფოტო - https://www.dropbox.com