ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინაღდმეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე

 

2017 წლის 26 ივნისს, ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი ტრადიციულად შეუერთდა გლობალურ კამპანიას - „მხარდაჭერა დასჯის ნაცვლად“ .

26 ივნისს, ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელისა (GeNPUD) და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ (GHRN) ორგანიზებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაიმართა საპროტესტო/სოლიდარობის აქცია.  აქციის მსველობისას, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა აქტივისტებმა, მათი ოჯაის წევრებმა და მხარდამჭერებმა,  შსს წინ გაშალეს  დიდი ზომის ბანერი, წარწერით - არ დასაჯო ! და კიდევ ერთხელ გამოხატეს თავიანთი დმაოკიდებულება აღნიშნული პრობლემისადმი.

წლევნადელი აქციის მთავარი გზავნილები იყო :

 მე, ნარკოტიკების მომხმარებელი არ ვარ კრიმინალი!

 არ დასაჯო!

 ჩემი რეპრესია შენი რეგრესია!

 საქართველო რჩება რეგიონში ქვეყანად, რომელშიც ნარკოტიკების მოხმარება განიხილება როგორც სისხლის სამართლის დანაშაული და არა როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემა. ნარკოტიკული დანაშაულისთვის სასჯელი არაპროპორციულია, უთანაბრდება და აჭარბებს ისეთი მძიმე დანაშაულების კატეგორიას, როგორიცაა: ტრეფიკინგი, გაუპატიურება, მკვლელობა, წამება. ნულოვანი ტოლერანტობის რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შედეგად  მოხდა ათობით ათასი ადამიანის კრიმინალიზაცია, რაც უარყოფითად აისახა მათ ცხოვრებასა და სოციო-ეკონომიკურ სტატუსზე;  ალოგიკური და უსამართლოდ მაღალი საჯარიმო სანქციების შედეგად ათასობით ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. რეპრესიულმა ნარკოპოლიტიკამ არათუ შეამცირა ხელმისაწვდომობა ნარკოტიკულ საშუალებებზე, არამედ ხელი შეუწყო კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას, რომლებიც ხასიათდებიან ტოქსიურობის მაღალი დონით და იწვევენ ჯანმრთელობის შეუქცევად დაზიანებებს ან სიკვდილს. უკანასკნელი წლების განმავლობაში წარმოებული სტატისტიკა ნათლად გვიჩვენებს, რომ რეპრესიულმა ნარკოპოლიტიკამ უარყოფითი შედეგები მოიტანა, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მოხდა ნარკოტიკების მომხმარებელთა შემცირება და გავრცელება, ასევე ვერ შეასრულა პრევენციული დანიშნულება. ამის საპირისპიროდ ყოველწლიურად სტაბილურად იზრდება ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა. ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება დაავადებების ტვირთი (აივ/შიდსი, B და C, ტუბერკულოზი), რაც აძვირებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხარჯს. ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა ორიენტირებულია ნარკოტიკების მომხმარებლის დასჯაზე და არა ადამიანის დახმარებასა და რეაბილიტაციის ხელშეწყობაზე, ის მხოლოდ ამწვავებს პრობლემას და აღრმავებს ამ პრობლემით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს. უარყოფი შედეგები კი თავის მხრივ აისახება, როგორც პიროვნებაზე, ასევე საზოგადოებასა და სახელმწიფოზე. მიუხედავად ათობით ათასი ადამიანის მოლოდინისა სამწუხაროდ დღეს კვლავ გვაქვს სახეზე ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ.

როგორც უკვე აღინიშნა, ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ მოხდა საკანონმდებლო პაკეტის შემუშავება , რომელიც შეესაბამება  საერთაშორისო სტანდარტებს. საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში დარეგისტრირდა სწორედ 26 ივნისს და ამჟამად განხილვის პროცესშია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროცესი და თავად ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის ფორმირება სწორედ ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის მიერ იქნა ინიცირებული. მომხმარებელთა ქსელი დღეს საქართველოში ყველაზე მძლავრი სათემო გაერთიანებაა. სწორედ მომხმარებელთა ქსელის მიერ ინიცირებული ზემოაღნიშნული რეფორმის პროცესი საზოგადოების ფართო ჩართულობით, რომელიც ყველაზე მასშტაბურია, ამ დრომე ინციცებულ პროცესებთან შედარებით, რაც გვაძლევს იმის იმედს რომ ინიცირებული პროცესი საქართველოში ნარკოპოლიტიკის რეფორმით და მისი გაადამიანურებით დასრულდება.

საქართველოში ნარკოტიკების მომხმარებელთა თემი 2006 წლიდან იბრძვის ნულოვანი ტოლერანტობის რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციისთვის. ჩვენს ქვეყანაში ვერცერთი მთავრობა ვერ შეელია ძალადობრივ მანქანას, რომელიც გულისხმობს 10 000 ობით ნარკოტიკების მომხმარებლის კრიმინალიზაციას. რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, რომელიც ებრძვის ადამიანებს და არა პრობლემას, გვართმევს თავისუფლებას, მომავლის იმედს, ჯანმრთელობას და ყველაზე ფასეულს - სიცოცხლეს!

ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელმა (GeNPUD) 2013 წელს პირველი მასშტაბური აქცია სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროსტან გამართა, ვინაიდან სამართლადამცავი/ძალოვანი უწყებები ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციას. ეს უწყებები ახორციელბდენენ ძალადობას ნარკოტიკების მომხმარებლებზე და ხელს უშლიდნენ ჩვენი ქვეყნის ნარკოპოლიტიკის პროგრესს.

საქართველოს 9 რეგიონიდან შემოერთებულმა 400 ზე მეტმა აქტივისტმა, აქციის მიმდინარეობისას მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა სახელისუფლებო სტრუქტურებს, ხელი შეუწყოს ნარკოპოლიტიკის რეფორმას, რაც მისცემს ამავე უწყებებს საშუალებას, არა იძალადონ ნარკოტიკების მომხმარებლებზე, არამედ მზრუნველობა გამოიჩინოს მათ მიმართ. აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს იმ 1000 ობით ადამიანს, ვინც საპატიმრო დაწესებულებებში უსამართლო ბრალდებით იხდის სასჯელს.

 

აქცია გაშუქდა თითქმის ყველა მთავარ სატელევიზიო არხზე. აქციის შესახებ დაიწერა მასმედიის სხვადსხვა საშუალებებში:

 

1)            https://www.youtube.com/watch?v=HGHe7olOhOA – (საზ.მაუწყებელი)

2)            https://www.youtube.com/watch?v=PKzsiNaLpOw –  (რუსთავი2)

3)            https://www.youtube.com/watch?v=VLLDcgTr91Y – (TV პირველი)

4)            https://www.facebook.com/pulsitv/?hc_ref=PAGES_TIMELINE&fref=nf – პულსი TV - ვიდეო 26 ივნისის აქციის შესახებ

5)            https://www.radiotavisupleba.ge/a/interview-with-koka-labartqava-and-ina-inaridze/28579208.html  - რადიო თავისუფლება/კოკას და ინას ვიზიტი გადაცემა - ‘’დილის საუბრები’’

6)            http://www.obieqtivi.net/tv.php?id=32407#.WVIvM9GPOY8.facebook – ტვ.ობიექტვი.  თოქ-შოუ ‘’დღის თემა’’ სტუმრები: კოკა ლაბარტყავა/ბექა ნაცვლიშვილი

7)            http://1tv.ge/ge/videos/view/186235/294.html - საზ.მაუწყებელი, გადაცემა - რეალური სივრცე. სტუმრები : დავით ოთიაშვილი, კოკა ლაბარტყავა, სოფო ვერძეული, ლევან კობერიძე. /როდის გახდება საქართველოში ნარკოპოლიტიკა ლიბერალური?

8)            http://liberali.ge/news/view/30094/videomkhardachera-dasjis-natsvlad--aqtsia-shssstan-represiuli-narkopolitikis-shesatsvlelad - (ლიბერალის სტატია+ვიდეო)

9)            http://1tv.ge/ge/videos/view/186203/623.html - საზ. მაუწყებელი, მოამბე- სტუმარად:კოკა

10)         http://radio1.ge/ge/videos/view/186245.html - რადიო პირველი. ‘’ნარკოტიკებისბრუნვასთანბრძოლისსაერთაშორისოდღე’’ სტუმრები : მაკა გოგია,  ლაშა აბესაძე

11)           http://liberali.ge/news/view/30071/NGOebi-saqartveloshi-narkopolitika-adamianuri-midgomisken-unda-shemobrundes  - სტატია ლიბერალზე 26 ივნისის აქციის შესახებ

12)         http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/439924-narkotikebis-momkhmarebeltha-da-zianis-shemcirebis-saqarthvelos-qseli-uerthdeba-kampanias-mkhardatcera-dasjis-nacvlad.html?ar=A – სააგენტო ინტერპრესნიუსი 26 ივნისის აქციის შესახებ

13)          http://2tv.ge/ge/videos/view/186252.html - მეორე არხი, გადაცემა: ‘’არგუმენტების დრო, თემა: ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკანონმდებლო პაკეტი . სტუმრები:  კახა კვაშილავა, გიორგი გურგულია, ნინო დარსაველიძე.

14)          https://www.youtube.com/watch?v=M2Oo5KrMePU&feature=youtu.be- 26 ივნისის აქცია, ინგლისური სუბტიტრით

 

15)           https://socreactive.wordpress.com/2017/06/27/%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AF%E1%83%9D/ -   ირმა კახურაშვილის ბლოგი/ სტატია -‘’არ დასაჯო !’’

16)          http://ghn.ge/com/news/view/179926 - სააგენტო  GHN  26 ივნისის აქციის შესახებ 

 

17)            https://www.radiotavisupleba.ge/a/narkopolitika/28581847.html - რადიო თავისუფლება

 

 აქციის ვიდეო  -   https://www.youtube.com/watch?v=XP-y6vT5h6E    

 აქციის ივენთი სოც.მედიაში - https://www.facebook.com/events

 

სოლიდარობის/საპროტესტო აქციების ორგანიზებით და ეფექტური საადვოკაციო პროცესების წარმართვით ვცდილობთ დავანახოთ საზოგადოებას, რომ ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ განხორციელებული ძალადობა გაუმართლებელია და რომ ხვალ არავინ არის დაზღვეული საკუთარ თავზე ან ოჯახზე იწვნიოს ის გაუმართლებელი და ხშირ შემთხვევაში წარმოუდგენელი სახის ზეწოლა, რაც სამწუხაროდ დღესაც არაერთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეზე ხორციელდება. აქციის მიმდინარეობისას წამოიჭრა ის პრობლემები, რომელიც ძალოვანი უწყებების საქმიანობის ფარგლებში ფიქსირდება. აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, აიღონ პასუხისმგებლობა იმ სისასტიკეზე, რომელიც რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ფარგლებში ნარკოტიკების მომხმარებლების და მათი ოჯახების მიმართ მასობრივად განხორციელდა. ასევე მოუწოდეს ამ ხელისუფლებას გამოიძიოს და ბოლომდე მიიყვანოს ის საქმეები, სადაც ძალადობა იქნა  გამოვლენილი ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ.

მეორე მხრივ აქციით მხარი დავუჭირეთ ზემოაღნიშნულ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის და ჯანდაცვის კომიტეტის ერთობლივი საქმიანობის ფარგლებში მიმდინარეობს. აქციის მიმდინარეობისას იქნა გაჟღერებული მოწოდება შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა უწყებების მიმართ, მხარი დაუჭირონ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესს, რაც გულისხმობს ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციას და რეფორმას. აქციის ფარგლებში გავრცელდა მიმართვა პრეზიდენტის, პრემიერ მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრების სახელზე.

იხილეთ  პეტიცია - პეტიცია 

საერთო ჯამში, ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი (GeNPU) პარტნიორი და დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, სხვადასხვა მიმართულებებით  წარმატებით აგრძელებს საადვოკაციო საქმიანობას  ამით კი ხელს უწყობს ქვეყანაში ჰუმანური, ადამიანზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკის ფორმირების პროცესს.