საკონსტიტუციო სარჩელი

2017 წლის 20 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განიხილა „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“ Genpud მოსარჩელეების კონსტანტინე ლაბარტყავას, მალხაზ ნოზაძის და ირაკლი გიგოლაშვილის კონსტიტუციური სარჩელი, სადაც სადავოდ არის გახდილი "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის ის ნორმები, რომლებიც ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს ავტომატურ რეჟიმში ართმევს რიგ სამოქალაქო უფლებებს, მათ შორის მართვის მოწმობის უფლება, საჯარო სამსახურში და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება და სხვა.

საკონსტიტუციო სარჩელი მომზადებულ იქნა ზიანის შემცირებისა და მომხმარებელთა ქსელის პროექტის ფარგლებში, რომელიც სოროსის ფონდის მიერ იქნა მხარდაჭერილი. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობდა ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC).

პროცესი წარიმართა კონსტრუქციულ რეჟიმში, ჩვენს მიერ წარმოდგენილი მყარი არგუმენტაცია, აღნიშნული ნორმის გაუქმების აუცილებლობაზე მიუთითებდა, ვინაიდან ეს ნორმა საბოლოოდ უსპობს შესაძლებლობას ადამიანებს მოახდინონ საკუთარი თავის და ადამიანური რესურსის რეალიზება ოჯახებისა და ქვეყნის სასიკეთოდ. წინა ხელისუფლების ნულოვანი ტოლერანტობის რეპრესიული ნარკოპოლიტიკა გულისხმობდა მიღებული საკანონმდებლო რეგულაციებით ათი ათასობით ადამიანის კრიმინალიზაციას, მათ ჩაგვრას და იზოლაციას. მისი დანაშაულებრივი ხელისუფლების მიერ მიღებული ეს კონკრეტული საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც ნარკოტიკების მოხმარებისთვის შრომითი უფლებების ჩამორთმევას გულისხმობს, საბოლოოდ გვისპობს არსებობობის შესაძლებლობას. მათ მიერ მიღებული ნარკოკანონმდებლობა იყო ინსტრუმენტი ძალადობრივი მეთოდებით ხალხთან ბრძოლის, რასაც ათასობით ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის უმძიმეს შედგებზე რა თქმა უნდა გაიმართა მსჯელობა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისასა და მოსამართლეებს არაერთი კითხვა ჰქონდათ პარლამენტის წარმომადგენელთან ამ კონკრეტული რეგულაციის მიზნებთან და მისი არსებობის ეფექტურობასთან დაკავშირებით.
სასამართლო პროცესი დასრულდა და ველოდებით გადაწყვეტილებას, რომელიც დიდი იმედია რომ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
მადლობა „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელს“ GHRN და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს“ Emc • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი სარჩელის მომზადებისა და ნარკოტიკების მომხმარებლების ინტერესების დაცვისთვის.
ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი აერთიანებს საქარველოს მასშტაბით ჩვენი ქვეყნის მოქალქე ნარკოტიკების მომხმარებლებს, ჩვენი ოჯახის წევრებს და საზოგადოებას. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ რათა აღვადგინოთ სამართლიანობა ამ ქვეყანაში ადამიანების სასიკეთოდ.