კონფერენცია - ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმისა“ და საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, სასტუმრო „ბილთმორში“ გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში“. კონფერენციაზე რომელსაც სპეციალისტები, ძალოვანი უწყებების წარმომადგენელები, პოლიტიკოსები და უცხოელი ექსპერტები ესწრებოდნენ ნარკოპოლიტიკის შესახებ პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტზე იმსჯელეს.

პაკეტის სიახლე მიზნად ისახავს ახალი ნარკოპოლიტიკის შემოღებას, რომლის მიხედვით, რეპრესიული სისხლის სამართლებრივი მექანიზმები მკურნალობით, რეაბილიტაციით და პრევენციის მექანიზმების გაძლიერებით შეიცვლება.

„აღნიშნულ ღონისძიებას წინ უსწრებდა პარლამენტარების სასწავლო ვიზიტი პორტუგალიაში, რომელიც ორგანიზებული იყო „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ მიერ, რეგიონალური პროექტის“ ზიანის შემცირება მუშობს - დააფინანსეთ!“ ფარგლებში. ღონისძიება განხორციელდა ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის უშუალო ჩართულობით და კოფერენციის წინაპირობა გახდა.ღონისძიების დონორები გალხდათ "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო" (OSGF),"მსოფლიო ექიმები საფრანგეთი - საქართველო" (MDM) და  საერთაშორისო ორგანიზაცია AFEW.

კონფერენციაზე მოწვეულმა პორტუგალიელმა პარლამენტის წევრმა მადლობა გადაუხადა ქსელს მაღალი დონის თანამშრომლობის ხელშემწყობი ინტერვენციებისათვის. საქართველოს პარლამენტის წევრებმა, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ როგორც სასწავლო ვიზიტში ასევე კოფერენციაში,  არაერთხელ გააჟღერეს დეკრიმინალიზაციის პორტუგალიის მოდელის გაცნობის დადებითი მხარეები და ამ მოდელზე დაყრდნობით შექმნილი საკანონმდებლო ცვლილების პაკეტს ღიად დაუჭირეს მხარი. გამოიკვეთა საჭროება რომ გაგრძელდეს კომუნიკაცია  აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, რათა სწორად მოხდეს აღნიშნული კანონპროექტის კომპონენტების გაცნობა, რაც ხელს შეუწყობს ფართოდ გავრცელებული შიშების საპირწონე არგუმენტების ფართო გავრცელებას“.

ამ საკითხზე 7 ნოემბერს, პარლამენტში გაიმართა შეხვედრა, ხოლო 8 ნოემბერს, ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია „ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში“.

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, რომლებიც კონფერენციას ესწრებიან, ამბობენ, რომ ნარკოპოლიტიკა არის შესაცვლელი, მაგრამ ეს სისტემურად უნდა იყოს განხილული. მათი შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია ფინანსები, რაც სპეციალური დაწესებულებების ასაშენებლად უნდა გამოიყენოს, სადაც ნარკოდამოკიდებულების ადმიანები მკურნალობას შეძლებენ.

„ეს არის საკითხი, რომელზეც საჭიროა ფართო მსჯელობა, რომელიც ახლა მიმდინარეობს და გულწრფელად მჯერა, რომ საბოლოოდ ჩვენ მივიღებთ ისეთ შედეგს, რომელიც იქნება დაბალანსებული და მიმართული ზიანის შემცირებისკენ. ჩვენი პოზიცია იგივეა, არ არის თვითმიზანი ვინმეს დასჯა, არამედ მიზანია ზიანის შემცირება.“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის თქმით ნარკოტიკის მოხმარება დასჯადი რჩება, უბრალოდ იცვლება დასჯის ფორმა:

„ხშირ შემთხვევაში ჩვენს კოლეგებს ეშლებათ ლეგალიზაცია დეკრიმინალიზაციაში, რადგან სპეციალისტები არ არიან. ნარკოტიკის მოხმარება რჩება დასჯადი, უბრალოდ დასჯის ფორმა იქნება ადმინისტრაციული დადგენილი ოდენობის ფარგლებში და არა საპატიმრო. კანონპროექტი არ გულისმხობს, რომ ამით ხდება მოხმარების წახალისება ან გასაღებაზე ზომების შემცირება. გარკვეული მიმართულებებით ეს საკანონმდებლო პაკეტი გულისხმობს გამკაცრებასაც. მაგალითად, სააფთიაქო ნარკომანია გაუტოლდება ნარკოტიკულ დანაშაულს, რაც ჩემი აზრით, გამოიწვევს მნიშვნელოვან პრევენციულ ეფექტს“- გაანცხადა ზოიძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, რიგ უწყებებს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვს:

„რეპრესიულ პოლიტიკაზე უარი ჩვენ 2013 წელს ვთქვით. ჩვენ საკანონმდებლო განხილვებს ვამზადებთ, სამუშაო პროცესი დაწყებულია, მაგრამ საჭიროა ყველა უწყების კომპლექსური ჩართვა. არის რამდენიმე საკითხი, რომლებზეც უწყებებს აქვთ საწინააღმდეგო პოზიცია. ეს ეხება ოდენობებს, ყველა ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის საკითხს, რეალიზაციასთან დაკავშირებული დეფინიციის ცვლილებას და საზღვარზე შემოტანის საკითხების სამართლებრივ რეგულირებას. აქ იქნება საჭირო გარკვეული კომპრომისების ძიება, რათა პოზიციები დაახლოვდეს.“ – განაცხადა ბესელიამ

 პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები მომავალი კვირიდან დაიწყება და იმედოვნებს, რომ ნოემბრის ბოლოს კანონპროექტის შეჯერებული ვერსია მზად იქნება.

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წევრის, “ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის „ გამგეობის თავჯდომარის ექიმ-ნარკოლოგ დავით ოთიაშვილის თქმით, რეფორმის მთავარი მიზანი არის “სწორხაზოვანი, სადამსჯელო რეფორმიდან ზრუნვის და დახმარების მიმართულებაზე გადასვლა.”

“სისხლის სამართლებრივი დევნა აღარ დაიწყება იმ ადამიანზე, რომელსაც ექნება მცირე დოზის ნარკოტიკი მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის, თუმცა ეს ცვლილება არ შეეხება ნარკოტიკების გამსაღებლებს. კანონპროექტის მიხედვით, თითოეულ ნარკოტიკულ საშუალებაზე შესაბამისი უმცირესი რაოდენობაა განსაზღვრული.

მცირე დოზით ნარკოტიკების ფლობისთვის ადმინისტრაციული სანქცია დაწესდება. მისი თქმით, ასეთი სანქცია შეიძლება იყოს მართვის მოწმობის შეზღუდვა, გარკვეულ ადგილებში გამოჩენის უფლების შეზღუდვა, ან საზოგადოებისთვის სასიკეთო შრომა.ამ სისტემისთვის მნიშვნელოვანი იქნება კომისიების არსებობა, რომლებიც საქართველოს მასშტაბით 15 წერტილში, რეგიონების მიხედვით შეიქმნება..

კომისიები ნარკოდამოკიდებულ ადამიანებთან იმუშავებენ. ოთიაშვილის თქმით, კომისიების მიზანი ადამიანების დასჯა არ იქნება, არამედ მათი დახმარება. იმ შემთხვევაში, თუ ნარკოტიკებთან შემხებლობის მქონე პიროვნება არ გაითვალისწინებს კომისიის შენიშვნებსა და რეკომენდაციებს, ამის შემდეგ მიმართავს კომისია სასამართლოს, კონკრეტული სანქციის დაკისრების თაობაზე იმსჯელოს.

კანონპროექტის მიხედვით, ამ ადამიანებს მიეცემათ მკურნალობისა და რეაბილიტაციის შესაძლებლობა, თუმცა ამისთვის სახელმწიფომ უნდა განავითაროს შესაბამისი სერვისები. სერვისეის განვითარების კონცეფცია კანონპროექტთან ერთად პარლამენტშია წარდგენილი.

ცალკე აღებული დეკრიმინალზიაცია ვერ იქნება სასურველი შედეგის მომტანი, მხოლოდ კომპლექსურად, სისტემურად განხორციელებული კანონმდებლობის ცვლილება. მეორე მხრივ, დახმარების პროგრამების გაფართოება არის ის, რაც მოგვიტანს დადებით შედეგს.“ – ამბობს დავით ოთიაშვილი.

პარლამენტარი დიმიტრი ხუნდაძე კი მხარს უჭერს ნარკოპოლიტიკის შეცვლას, თუმცა ამბობს, რომ “უკიდეგანო ლიბერალიზმი და ლეგალიზაციის ტოლფასი დეკრიმინალიზაცია საფრთხის შემცველია.”

ხუნდაძის თქმით, შენიშვნები აქვს კანონპროექტთან დაკავშირებით. იგი ამბობს, რომ ზოგიერთ ნარკოტიკთან დაკავშირებით დოზები შესაცვლელია, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ ნარკოტიკულ ნივთიერებებთან დაკავშირებით.

პარლამენტარი მარიამ ჯაში მხარს უჭერს კანონპროექტს და ამბობს, რომ ნარკოპოლიტიკის გადახედვა პირდაპირ კავშირშია სხვადასხვა ინფექციური დაავადების წინააღმდეგ ბრძოლასთან.

“თუ ჩვენ ნარკოპოლიტიკის რევიზია ბოლომდე არ მივიყვანეთ, წყალში იყრება პრაქტიკულად არა მხოლოდ ათეულობით მილიონიანი ინვესტიცია შიდსის პროგრამებში, არამედ მილიარდობით ინვესტიცია C ჰეპატიტის პროგრამებში. მთავარი შედეგი, რაც ამ პროგრამებს უნდა მოჰყოლოდა – შემცირებულიყო ტენდენცია აივ ინფექციის ახალი შემთხვევების გამოვლენის, ეს არ მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობა გვაქვს ხელმისაწვდომი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, პრევენციის კუთხით გვაქვს პრობლემა”, – ამბობს მარიამ ჯაში.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წევრის, „ ნარკოტიკების მოხმარებელთა საქართველოს ქსელის „ ( GeNPUDკონსტანტინე ლაბარტყავას თქმით, მინიმალურ ოდენობად სპეციალისტებმა განსაზღვრეს დღიური დოზა, რისი არმიღების შემთხვევაში ადამიანს აბსისტენციის სინდრომი [განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ნარკოტიკების მიღების ერთბაშად და სრული აღკვეთის შემთხვევაში] ეწყება.

“ჩვენ გვაქვს საქმე დაავადებასთან, რომელსაც ახასიათებს მწვავე და სუფთა ხასიათის მონაცვლეობა, წარმოუდგენელია ძალოვანი ღონისძიებებით ამ პრობლემასთან ბრძოლა”, – ამბობს ლაბარტყავა

წარმოგიდგენთ კონფერენციის დღის წესრიგს  და პრეზენტაციებს :

მონაწილეები საქართველოდან: საქართველოს პარლამენტის წევრები, სამინისტროები, ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭო, უზენაესი სასამართლო, პრეზიდენტის აპარატი,  სახალხო დამცველის აპარატი, ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციები, ნარკოტიკების მომხმარებელთა სათემო ორგანიზაციები.

უცხოელი წარმომადგენლობები საქართველოში: ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში,  USAID,  UNODC,   WHO,   UNFPA,   UNICEF,   IOM,   საელჩოები

საერთაშორისოორგანიზაციები:   UNODC,   EMCDDA

უცხოელიექსპერტები:   პორტუგალია,   საფრანგეთი,   კანადა.

საქართველოს ნარკოპოლიტიკის რეფორმას მხარსუჭერენ ორგანიზაციები (იხილეთ მხადაჭერის წერილები): ნარკოპოლიტიკის საერთაშორისო კონსორციუმი (IDPC), გაეროს გაერთიანებული შიდსის პროგრამა (UNDAIS)ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისია

კონფერენციის დღის წესრიგი

პრეზენტაციები:

ნარკოპოლიტიკის შეფასება - შვიდ საფეხურიანი სახელმძღვანელო (ოენ კუგლი, ნარკოპოლიტიკის სამეცნიერო ანალიტიკოსი, EMCDDA) 

დეკრიმინალიზაცია პორტუგალიაში - რა შეიძლება ვისწავლოთ (რიკარდო ბაპტისტა ლეიტე, პორტუგალიის პარლამენტის წევრი, პორტოს კათოლიკური უნივერსიტეტი)

ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანის შემცირება და საზოგადოებრივი ჯანდაცვა: კვებეკისა და კანადის გამოცდილება (ფრანსუა გაგნონი, სამეცნიერო მრჩეველი, კვებეკის ეროვნული ჯანდაცვის ინსტიტუტი, კანადა)

სერვისების განვითარების კონცეფცია - პლატფორმის მოდელი 

სამოქალაქო სექტორის მიერ დანახული საჭიროებები და რეფორმის მომავალი მიმართულებები - ნარკოპოლიტიკის პლატფორმა  

 

 კონფერენცია ფართოდ გააშუქდა მასმედიის საშუალებებით : 

 

1.რუსთავი 2 - http://rustavi2.ge/ka/news/89192

2.ლიბერალი - http://liberali.ge/news/view/32285/narkopolitikis-reforma-saqartveloshi--qveyanas-utskhoeli-eqspertebi-stumroben

3.რუსთავი 2 - http://rustavi2.ge/ka/news/89274

4.იმედი - https://www.imedi.ge/ge/video/17100/narkotikebis--dekriminalizatsia

5.Facebook - https://www.facebook.com/CaRDPGEO/posts/2432752016949076

6.ლიბერალი - http://liberali.ge/news/view/32310/beselia-narkopolitikis-reformaze-unda-movdzebnot-kompromisuli-modeli

7.ლიბერალი - http://liberali.ge/news/view/32312/sergeenko-narkopolitikis-mizani-ara-vinmes-dasja-aramed-zianis-shemtsireba-unda-iyos

8.ლიბერალი - http://liberali.ge/news/view/32314/zoidze-narkopolitikaze-aris-printsipuli-sakitkhebi-razets-kompromiss-ar-unda-velodot

9.ნეტგაზეთი - http://netgazeti.ge/news/231986/

10.On.ge - https://on.ge/story/15947-%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%93-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98

11.TV პირველი - https://www.facebook.com/tvpirveli/videos/860960977396544/?hc_ref=ARQy07Pq1VNKmaf54jLDaDSUwVuGsYXp32U1j-WP8jcKA6FYyF_rJ0KUjMztLZ7W6zI

12.რუსთავი 2 - http://rustavi2.ge/ka/news/89288

13.იმედი - https://imedinews.ge/ge/video/807/koka-labartkava-konsensusis-migtseva-dekriminalizatsiastan-dakavshirebit-shesadzlebelia

14.რუსთავი 2 - http://rustavi2.ge/ka/video/28444?v=2

15.იმედი - https://www.facebook.com/imedisdila.ge/videos/1818248758185205/?hc_ref=ARTaGrgLXBi7eIwUvc2bMR-c0-VBooeYvr11HpgMWHmLiF09i2G-WAUd1qPDgVvnXHs

16.ტვ პირველი - https://www.facebook.com/tvpirveli/videos/861109134048395/?hc_ref=ARQDTFUXWL-Lt_jmZP3uAtxEKBTRNZRixxGUWOlwnfQob1XyhDvT9PAz4iNoq5kQ_8o

17.ნიუსპოსტი - http://www.newposts.ge/?id=156313

18.იმედი - https://www.youtube.com/watch?v=RgvaTd3g28o

19.საზოგადოებრივი მაუწყებელი - https://www.youtube.com/watch?v=g4K9BLL3auI&feature=share

20.რადიო თავისუფლება - https://www.youtube.com/watch?v=BAEreEkJaz8&feature=share

21.იბერია - http://www.iberiatv.ge/ka/component/content/article/1/1158-cvlis-thu-ara-khelisufleba-narkopolitikas

22.TV პირველი - https://www.facebook.com/tvpirveli/videos/861171494042159/?hc_ref=ARREin8t7kguBDdhwFqa8x0QFjzkuQQufarS82N7Zy_3hTqPMzXsA_vFtOHyQpaUpD4

23.ობიექტივი - https://www.youtube.com/watch?v=aUJKK4l5VbM&feature=youtu.be

24.Facebook - https://www.facebook.com/nofear.ge/posts/1939814079622733

25.TV პირველი - https://www.facebook.com/tvpirveli/videos/861189150707060/?hc_ref=ARQfg1pLUOi8m_0qKKyNg63kI5k-wKQ3zI5VXQ3GIwltfhcBdPQMSo_S9Sv2ZKzeQFY

26.კავკასია- https://www.youtube.com/watch?v=o58feRg0S8Y&feature=share

27. TV  პულსი - https://www.facebook.com/pulsitv/videos/715620175290652/?hc_ref=ARRTNhGL2hd4_ExuOgkdOLUvKnYJHIIRwa5yrsBXOfqWzP6Sdd8tqcaZk2ArxMMS7UA

28.ლიბერალი - http://liberali.ge/news/view/32337/narkopolitikis-reformis-mkhardamcheri-tserilebi-saqartvelos-saertashoriso-organizatsiebisgan

29.იმედი  - https://imedinews.ge/ge/saqartvelo/34894/khval-narkopolitikis-repormis-shesakheb-konperentsia-gaimarteba

30.პიკის საათი - https://www.youtube.com/watch?v=mL8KQhMLMqY