ჰეპატიტების მსოფლიო სამიტი ბრააზილიაში

 1-3 ნოემბერს  ჩატარდა  ჰეპატიტების მსოფლიო სამიტი ბრააზილიაში, ქ.სან-პაულოში.  კონფერენცია ყოველ 2 წელიწადში ერთხელ იმართება და მსოფლიოს 80-მდე ქვეყნის წარმომადგენელი სტუმრობს. კონფერენციაზე ფართო საზოგადოების წინაშე ხდება წარდგინება იმ პროგრამული მიღწევების და კვლევის შედეგების შესახეხ, რასაც ქვეყნები ვირუსული ჰეპატიტების დარგში ახორციელებენ.

სამიტის გახსნის პირველივე სესიაზე საქართველოს მიანიჭეს ევროპის რეგიონის NOhep Visionary-ის ტიტული. საქართველოს C ჰეპატიტის პროგრამას დაეთმო სპეციალური სესიები და დაიტნერესება ჩვენი პროგრამის მიმართ ძალიან დიდი იყო. ფაქტიურად ამ ჯილდოთი, დღეს უკვე მსოფლიომ აღიარა, რომ საქართველო C ჰეპატიტთან ბრძოლაში მსოფლიო ლიდერია!დღეისათვის 40,000-ზე მეტი ადამიანია ჩართული მკურნალობის პროგრამაში, განკურნების მაჩვენებელი 96%-მდეა. ექსპეტების გათვლით პროგრამის დაწყებამდე მკურნალობა ესაჭიროებოდა 150,000-ზე მეტ ადამიანს, შესაბამისად, მიზნის 1/3 მიღწეულია! შემდეგ ეტაპზე მთავარია დარჩენილი 110,000 ინფიცირებულის პოვნა და მათი დროული ჩართვა მკურნალობის პროგრამაში, ასევე შემდგომი ინფიცირების (რე-ინფექცია) თავიდან აცილება. მომხსენებლების მიერ აღიშნინა, რომ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია ყველა მხარის ჩართულობა და კოორდინირებული მუშაობა.

 ბ-ნი ამირან გამყრელიძის გამოსვლაში არაერთხელ აღინიშნა, რომ პროგრამის ეფექტურ განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის არასამტავრობო და სათემო ორგანიზაციებს, რომ ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი ერთ-ერთი წამყვანი პარტნიორია პროგრამის მიზნების მისაღწევად, მან აღნიშნა, რომ არსებული მიღწევები არის ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის ყველაზე წარმატებული მაგალითი!. მან ასევე მადლობა გადაუხადა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს და ამერიკის მთავრობას ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის.

ზიანის შემცირების პროგრამის დირექტორის მაკა გოგიას მიერ კონფერენციაზე გაკეთდა პოსტერის პრეზენტაცია  ,,Increasing HCV disease awareness, diagnostic and linkage to care into harm reduction program in Georgia".

პრეზენტაციაში ასახული იყო ზიანის შემცირების პროგრამის როლი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიზნის მიღწევაში. კერძოდ კი, 2006 წლიდან დღებმდე პროგრამის ფარლგებში განხორციელებული ტესტირების შედეგები ვირუსულ ჰეპატიტებზე, ჩატარებული საგანამანათლებლო ტრენინგები, მკურნალობის პროგრამაში გადამისამართების შედეგები, არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები. პოსტერზე აღნიშნულ იქნა, რომ პირველ რიგში, ეს მიღწვები დამსახურებაა პროგრამის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციების - "ახალი გზა"Dali UsharidzeZaza Karchkhadze Nana Darsavelidze ."ახალი ვექტორი" Koka Labartkava Lasha Abesadze ,"ნაბიჯი მომავლისაკენ " Ketevan Bidzinashvili,"ქსენონი" Nino Janashia,"იმედი" Zoria Tsurtsumia ,"ჰეპა პლუსი" Manana Sologashvili ,"ფენიქსი" Otari Jijieshvili Enri Maminashvili ,"ორდუ", Vakhtang Gamsakhurdia; ზურა დანელიას კავშირი თანადგომა" Manana Minjia Maiko Baratashvili ,"აკესო" Irakli Irakli Kirtadze Ekaterine Gardapkhadze რომლებიც არაერთი სირთულის მიუხედავად გულმოდგინედ ახორციელებენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდებას ნიმ-ებისთვის. ასევე უნდა აღინიშნოს, თავად თემის წევრების და თანასწორგანმანათლებლების წვლილი აღნიშნული ინტერვენციის წარმატებულად განხორციელებისთვის და რაც მთავარია განსაკუთრებული მადლობა გლობალურ ფონდს და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გაწეული დახმარებისთვის.

კონფერენციის გახსნისას მომხსენებლების მიერ გლობალური მდგომარეობის შეფასების შედეგებზე დაყრდნობით გაჟღერებული ძირიტადი მესიჯი იყო:  C ჰეპატიტის ელიმინაცია დღეს არსებული რეალობაა! ქვეყნებმა უნდა იზრუნონ პაციენტებისთვის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე, დღეს არსებული პრეპარატები იძლევიან პაციენტების განკურნების მაღალ შანსს.

მაღალი რანგის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ გამოსვლებში აღინიშნებოდა მოწოდება ქვეყნების მთავრობების მიმართ, რომ საჭიროა ზიანის შემცირების პროგრამების მოცვის გაფართოება და ჰეპატიტების პრევენციის, მათ შორის რეინფექციის პრევენციის მიზნით, სრულყოფილი პაკეტების მიწოდება.

საუბარი იყო ასევე რიგ პრობლემებზე, რაც აფერხებს მსოფლიოში ჰეპატიტების მკურნალობის შესაძლებლობებს. აღინიშნა, რომ 82 ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არსებობს ეროვნული სტრატეგია ჰეპატიტების წინააღმდეგ, არ არის სრულად გამოყენებული სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პოტენციალი, არ არსებობს დარგებს შორის ეფექტური თანამშრომლობა.

 

 იხილეთ ფოტო - https://www.dropbox.com