ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული სტატისტიკის ანალიზი

საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა მიმართ არსებული პოლიტიკის ლიბერალიზაციაზე დისკუსია უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. 2017 წელს ეს პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა და საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასა და მომხმარებელთა სარეაბილიტაციო პროგრამების განვითარებას ისახავს მიზნად.


ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიზანი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შემცირება, განათლებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, ნარკოტიკული საშუალებების მიწოდებისა და უკანონო ბრუნვის შემცირებაა. სახელმწიფოს სტრატეგია არ მოიაზრებს ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა დასჯას, თუმცა, სტატისტიკური მონაცემები სხვა რეალობაზე მიუთითებს – სახელმწიფოს კანონმდებლობა და პრაქტიკა ნაკრომომხმარებლებს მკაცრად სჯის.


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 2015 წელს გამოაქვეყნა ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებული სტატისტიკის ანალიზი და ხაზი გაუსვა ნარკომომხმარებელთა რეაბილიტაციის პროგრამების საჭიროებას. ამავე სტატიაში IDFI-მ გამოყო ის ძირეული პრობლემა, რაც ნარკოდანაშაულისთვის სამართლიანი და პროპორციული სასჯელის დაწესებასთან დაკავშირებით არსებობს. კერძოდ, IDFI-მ მიუთითა, რომ არ არსებობს მცირე ოდენობის ზღვარი მთელი რიგი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის, რის გამოც მოხმარების მიზნით მიზერული ოდენობის ფლობაც კი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.


ეს პრობლემები 2018 წლისთვისაც გადაუჭრელი რჩება. სწორედ ამიტომ, საინტერესოა, განვიხილოთ 2018 წლამდე არსებული სტატისტიკური მონაცემები, ნარკოტიკული საშუალებების ფლობის, გასაღებისა და მოხმარებისთვის სისხლის ან ადმინისტრაციულ სამართლებრივ პასუხიმგებლობებთან დაკავშირებით. კერძოდ, IDFI-მ გააანალიზა შინაგან საქმეთა სამინისტროში (შსს) არსებული სტატისტიკური მონაცემები 2013-დან 2017 წლამდე (მოცულია 2017 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემები).

 

ძირითადიმიგნებები


- ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სტანდარტებს ისე ქვეყნისვე გაცხადებულ სტრატეგიას. სტრატეგიაში საუბარია მიწოდებისა და მოთხოვნის შემცირებაზე, ზიანის შემცირებაზე განათლებასა და რეაბილიტაციაზე, მაშინ, როდესაც არსებული პრაქტიკა დიდ წილად მომხმარებლის დასჯაზეა ორიენტირებული;

 

- ბოლო 4 წლის განმავლობაში რეგისტრირებული სისხლის სამართლის ნარკოტიკული დანაშაულების რაოდენობამ 34%-ით იკლო: 2014 წლის 7,312 შემთხვევიდან 2017 წლის 4,762-მდე. იმავე პერიოდის განმავლობაში ამ დანაშაულთა 92-93% გაიხსნა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია;

 

- 2013-2017 წლებში, ნარკოტიკული საშუალებების შეძენა, შენახვა ან მოხმარების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების რაოდენობა სამჯერ შემცირდა: 2013 წლის 12,274 შემთხვევიდან 2017 წლის (პირველი 10 თვე) 3,416-მდე;

 

- თუ დავუშვებთ იმას, რომ ყველა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს კანონით გათვალისწინებული 500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, მაშინ მივიღებთ, რომ 2013-2017 წლებში ასეთი ჯარიმების ოდენობა სულ შეადგენს 17,816,000 ლარს;

 

- 2014-2017 წლებში თითქმის ხუთჯერ შემცირდა ნარკოტიკულ შემოწმებაზე გადაყვანილ პირთა რაოდენობა (50,865-დან 11,653-მდე), ხოლო სამჯერ შემცირდა იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც დადებითი შედეგი აჩვენეს ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებაზე. ეს ტენდენცია დადებითად უნდა შეფასდეს, თუმცა, იმის გამო, რომ სახელმწიფოს ეს პოლიტიკური ნება კანონმდებლობით არ მყარდება, ტენდენცია ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს. ამის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია, რომ უმოკლეს ვადებში საკანონმდებლო დონეზე გამოირიცხოს ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელთა დევნა;

 

- ბოლო 4 წლის განმავლობაში, ნარკოტიკული შემოწმებების დადებითი პასუხის წილმა მოიმატა მთლიანი შემოწმებების რაოდენობის მეოთხედიდან ნახევრამდე;

 

- მინიმალურ ფასებზე დაფუძნებული მიახლოებითი გამოანგარიშების მიხედვით, ბოლო 4 წლის მანძილზე ნარკოლოგიურ შემოწმებაში დაიხარჯა მინიმუმ 2,448,520 ლარი, საიდანაც 1,670,940 ლარი (68%) იმ პირებზე დაიხარჯა, რომლებსაც არ აღმოაჩნდათ ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერება;

 

- მაშინ, როდესაც ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებაზე ათობით ათასი ადამიანი დაჯარიმდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის 2016 წელს მხოლოდ 10, ხოლო 2017 წელს – 36 პირი იყო დაკავებული. ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებასა და გასაღებაზე დაკავებულ პირებს შორის ასეთი დიდი რაოდენობრივი განსხვავება აჩენს კითხვებს ქვეყნის ნარკოპოლიტიკის პრიორიტეტებთან მიმართებით.

 

- საქართველოში ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ყველაზე გავრცელებული მეთოდის –იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმება – შესახებ გაეროს მოსაზრება ასეთია: ტესტირება არ არის მტკიცებულებაზე დაფუძნებული, ის არღვევს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, ატარებს სოციალური კონტროლის სახეს, ზოგი ტესტი შეცდომით აჩვენებს დადებით შედეგს და არ ხდება მისი გადამოწმება, ტესტირებით ვერ ხდება ნარკომომხმარებელთა და ნარკოდამოკიდებულთა დიფერენცირება.

  

ანალიზიმომზადებულიაპროექტის - საზოგადოების გაძლიერება კარგი მართველობის ხელშეწყობისთვის - ფარგლებში, რომელიცდაფინანსებულიავიშეგრადისსაერთაშორისოფონდისადანიდერლანდებისსამეფოსსაგარეოსაქმეთასამინისტროსმიერ. კვლევისშინაარსზეპასუხისმგებელიაინფორმაციისთავისუფლებისგანვითარებისინსტიტუტი (IDFI). კვლევაშიგამოთქმულიმოსაზრებებიშესაძლებელიაარგამოხატავდესვიშეგრადისსაერთაშორისოფონდისადანიდერლანდებისსამეფოსსაგარეოსაქმეთასამინისტროსპოზიციას.