ტრენინგი ზიანის შემცირების სერვის ცენტრების პერსონალისთვის

ზიანის შემცირების ქსელის და ჰოლანდიური ორგანიზაცია Correlation network-ის http://www.correlation-net.org/ თანამშრომლობით ჩატარდა ტრენინგი ზიანის შემცირების სერვის ცენტრების პერსონალისთვის 2018 წლის 5 აპრილს, „ახალი გზის“ თბილისის სერვის ცენტრში. შეხვედრას ესწრებოდა სულ 15-20 მონაწილე. შეხვედრას უძღვებოდა მოწვეული ჰოლანდიელი ექსპერტი  ჯეისონ ფარელი.  ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა  C ჰეპატიტზე რისკის კონსულტირების გამოცდილების გაზიარება, უსაფრთხო ინექციისათვის საჭირო პრაქტიკული ილუსტრაციების ჩვენება, რისკის თვით - შეფასების ინსტრუმენტის გაცნობა, რომელიც გამოიყენება ჰოლანდიის ზიანის შემცირების პროგრამაში ამჟამად. შეხვედრა მიმდინაროებდა ინტერაქტიულ რეჟიმში. ბ-ნი ჯეისონის მიერ აღინიშნა, რომ საქართველოში ზიანის შემცირების პროგრამაში სამწუხაროდ არ რიგდება სტერილური საინექციო აღჭურვილობის შესაბამისი მოწყობილობა (კოვზები, ფილტრები, გამხსნელი ჭურჭელი და სხვა), რაც მნიშვნელოვანია აივ-ის და ვირუსული ჰეპატიტების გავრცელების რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად.

შეხვედრის მეორე დღეს დაიგეგმა სამოქმედო გზები ორ ორგანიზაციას შორის სამომავლო პარტნიორობის გაძლიერების მიზნით.