ტრენინგი: „აივ ინფექციის შემთხვევების ოპტიმიზირებული გამოვლენა აივ/შიდსის პრევენციის პროგრამაში“.

2018 წლის 15-16 აპრილს, გლობალური ფონდის პროექტის „ აივ პრევენციული სერვისების მიწოდება ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში და მათ სქესობრივ პარტნიორებში“ ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი: „აივ ინფექციის  შემთხვევების ოპტიმიზირებული გამოვლენა აივ/შიდსის პრევენციის პროგრამაში“. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდაახალიინტერვენციისდანერგვა, რომლისმიზანია ხელი შეუწყოს აივ ინფექციის ახალი შემთხვევების გამოვლენას აივ/შიდსის მაღალ რისკ ჯგუფებში შემთხვევების ოპტიმიზებული გამოვლენის გზით და მათ დროულ ჩართვას მკურნალობის პროგრამაში.ტრენინგს ესწრებოდნენ გლობალური ფონდის პროგრამის სერვისების მიმწორებელი  ორგანიზაციების ქეის მენეჯერები/სოციალური მუშაკები და ნკტ. კონსულტანტები. ტრენერებად მოწვეულნი იყვნენ სპეციალისტები უკრაინის „ალიანსიდან“ ოლგა დენისიუკი და კატერინა სლობოდიანუკი.  აღნიშნული ინტერვენცია დაინერგება სერვის ცენტრებში უახლოეს თვეებში.






|