ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი გილოცავთ ახალ, 2019 წელს და გისურვებთ ბედნიერებას!
ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის 2012 წლის ანგარიშის მოკლე მიმოხილვა
ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის 2012 წლის ანგარიშის მოკლე მიმოხილვა
2012 წლის ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის ანგარიში მიეძღვნა თემას: ნარკოტიკების წინააღმდეგ ომი და აივ/შიდსი
ხელს უწყობს აივ პანდემიის გავრცელებას
გლობალური ომი ნარკოტიკების წინააღმდეგ გახდა აივ/შიდსის გავრცელების ხელშემწყობი ფაქტორი ნარკოტიკულ ნივთიერებათა მომხმარებლებში. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა და მისი პრაქტიკაში განხორციელება აიძულებს ნარკოტიკების მომხმარებლებს უარი თქვან სამედიცინო სერვისებზე და ასეთი პირები ხვდებიან იმ ჩაკეტილ სამყაროში, სადაც აივ ინფექციის გავრცელების რისკი საკმაოდ მაღალია. ნარკოტიკების მომხმარებელთა მასიურმა დაპატიმრებამ შეასრულა მნიშვნელოვანი როლი აივ ინფექციის გავრცელებაში. მრავალ ქვეყანაში ეს წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მწვავე პრობლემას.
- დაპატიმრების შიში აიძულებს ნარკომომხმარებლებს უარი თქვან აივ ტესტირებაზე და აივ პრევენციულ სერვისებზე
- სტერილური შპრიცების მიწოდების მხრივ შეზღუდვას შედეგად მოაქვს ნახმარი შპრიცების გაზრდილი მოხმარება და მისი გაზიარება
- ოპიოდების ჩანაცვლებით მკურნალობასა ან მტკიცებულებებზე დამყარებულ მკურნალობაზე შეზღუდვები ან აკრძალვები ხელს უწყობს წამალდამოკიდებულების, როგორც დაავადების ჩამოყალიბებას.
- აივ/შიდსის პრევენციული ზომების ნაკლებობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ხელს უწყობს ამ ინფექციის გავრცელებას პატიმარ ნარკომომხმარებლებს შორის.
- არასწორად ჩატარებულ ანტირეტროვირუსულ თერაპიას შედეგად მოაქვს ვირუსის კონცენტრაციის მატება და ანტირეტროვირუსული მკურნალობისადმი რეზისტენტობა.
- შეზღუდული სახელმწიფო სახსრები იხარჯება ზიანის შემცველ და არაეფექტიან ნარკოკანონმდებლობის აღსრულებაზე, ნაცვლად იმისა, რომ ისინი მოხმარდეს აივ/შიდსის პრევენციული სტრატეგიების შემუშავებას.
ნარკოტიკების მომხმარებელთა მასიური დაკავება ხელს უწყობს აივინფექციის გავრცელებას
კვლევებმა აჩვენა, რომ აივ ინფექციის გავრცელების ხელშემწყობი ფაქტორი სწორედ ნარკოტიკების მომხმარებელთა მასიური დაკავება გახდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში აივ ინფექციის გავრცელებისა და შიდსის შემთხვევები გაცილებით უფრო მაღალია ციხეებში, ვიდრე მოსახლეობაში და სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, აივ ინფიცირებულთა ერთი მეოთხედი ხვდება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ყოველწლიურად.
რეპრესიული ნარკოკანონმდებლობა წარმოშობს ბარიერებსანტირეტროვირუსული თერაპიისთვის და შესაბამისად ხელს უწყობს აივინფექციის გავრცელებას.
შპრიცების გაზიარებისა და სხვა აივ სარისკო ქცევის ხელშეწყობის გარდა, რეპრესიული ნარკოკანონმდებლობა ქმნის ბარიერებს აივ ტესტირებისა და მკურნალობისთვის. არსებობს ნარკოტიკების მოხმარების კრიმინალიზაციის რამდენიმე გზა, რომელიც ხელს უშლის მკურნალობისადმი ხელმისაწვდომობას იმ ნარკომომხმარებლებისთვის, რომლებიც ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსით არიან ინფიცირებულები. ასევე ბარიერს ქმნის სტიგმა და დისკრიმინაცია სამედიცინო დაწესებულებებში, სერვისებზე უარი, კონფიდენციალობის დარღვევა, ნარკოტიკებისგან თავისუფალი მდგომარეობაზე ორიენტირებული მკურნალობის შეზღუდვა. ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ნარკომომხმარებლებში ანტირეტროვირუსული მკურნალობის მაჩვენებლები დაბალია და მაღალია სიკვდილიანობის შემთხვევები.
რეპრესიულმა ნარკოკანონმდებლობამ უარყოფითი შედეგები იქონია საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე. ცნობილია, რომ ანტირეტროვირუსული თერაპია ამცირებს ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსის ცირკულირებას სისხლში და შესაბამისად, ამცირებს აივ ინფექციის გავრცელებას.
სადაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიდგომები იგნორირებულია, აივეპიდემია კონტროლს არ ექვემდებარება
გაზრდილი აივ სარისკო ქცევისა და ბარიერების გარდა, ნარკოტიკების წინააღმდეგ გამოცხადებულმა ომმა გამოიწვია სახელმწიფო პოლიტიკის მოშლა, რამაც განაპირობა მტკიცებულებებზე დამყარებული მკურნალობისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერვენციების იგნორირება. 2008 წელს ნარკოტიკებთან და დანაშაულთან ბრძოლის გაეროს ოფისის აღმასრულებელმა დირექტორმა აღიარა ეს რეალობა და განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვა, რომელიც ნარკოტიკულ საშუალებათა კონტროლის პირველად საშუალებას წარმოადგენს, მოითხოვს დიდ რესურსებს. ხშირ შემთხვევებში ფინანსური რესურსები მიმართულ იქნა საზოგადოებრივი ჯანდაცვიდან სამართალდამცავ სფეროში და ამის შედეგად მივიღეთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფუნქციის შემცირება.
ნარკოტიკულ ნივთიერებათა შესახებ კანონის დაცვაზე აქცენტის გაკეთებამ წარმოშვა სამართლებრივი ბარიერები მტკიცებულებებზე დაფუძნებული აივ პრევენციული ზომების მიმართ, როგორიცაა სუფთა შპრიცების მიწოდება, და ასევე მკურნალობის მეთოდებისადმი, როგორიცაა მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპია. დადასტურებულია, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეს მიდგომები ამცირებს აივ ინფექციის რისკს და საერთაშორისო სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციები სწორედ მათ დანერგვას ითვალისწინებს.
როცა წამალდამოკიდებულების მკურნალობა საზოგადოებრივი ჯანდაცვისსფეროს მიეკუთვნება ბრძოლა აივ-ის წინააღმდეგ ეფექტურია
რუსეთის, ტაილანდის, შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების გამოცდილება, სადაც ომი ნარკოტიკების წინააღმდეგ აგრესიული ფორმით წარიმართა, განსხვავდება იმ ქვეყნების გამოცდილებისგან, რომელიც დაეფუძნა მტკიცებულებაზე დამყარებულ ანტინარკოტიკულ მკურნალობას და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებებს, რაც მიმართულია აივ ინფექციის პრევენციისკენ. დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ავსტრალიაში, აივ ინფექციების ახალი შემთხვევები თითქმის აღმოიფხვრა ნარკოტიკების მომხმარებლებს შორის, ზუსტად ასევე, აივ ინფექციის ვერტიკალური გავრცელება მნიშვნელოვნად შემცირდა იმ ქვეყნებში, სადაც დედიდან ბავშვზე ვირუსის გავრცელების პრევენციისადმი ხელმისაწვდომობა მაღალია.
აივ/შიდსის გავრცელება გამოიწვია იმან რომ ნარკოტიკების წინააღმდეგომმა ვერ უზრუნველყო ნარკოტიკულ ნივთიერებათა მიწოდების შემცირება
ის ფაქტი, რომ ნარკოტიკების წინააღმდეგ ომმა ხელი შეუწყო აივ ეპიდემიას, სადაო საკითხს არ წარმოადგენს, მაგრამ ნარკოპოლიტიკა ნელი ტემპით განაგრძობს ცვლილებას. ეს დიდწილად განაპირობა იმ მცდარმა მოსაზრებამ, რომ ნარკოტიკების მოხმარების გამო განხორციელებულმა დაკავებებმა და პატიმრობამ დადებითი შედეგი გამოიღო და შეამცირა ნარკოტიკულ ნივთიერებათა მიწოდება.
ნარკოტიკებთან და დანაშაულთან ბრძოლის გაეროს ოფისის მონაცემებით, არალეგალური ოპიატების, როგორიცაა ჰეროინი და ოპიუმი, მიწოდება მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო 30 წლის მანძილზე. დადგენილია, რომ ოპიატების მიწოდება აღნიშნულ პერიოდში გაიზარდა 380%-ით, თუ 1980 წელს მისი ოდენობა შეადგენდა 1 000 000 ტონას, 2010 წლისთვის მან 4 800 000 ტონას მიაღწია. აღნიშნულმა ზრდამ გამოიწვია ევროპაში ჰეროინის ფასის 75%-იანი კლება 1990-2009 წლებში.
ნარკოტიკების წინააღმდეგ ომის წარუმატებლობის კიდევ ერთ დადასტურებას წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკულ საშუალებათა მიწოდების შესახებ მონაცემები. 1981-2011 წლებში ნარკოტიკულ საშუალებათა კონტროლის სახელმწიფო სააგენტოს ბიუჯეტი გაიზარდა 600%-ით. თუმცა, ამავე პერიოდში ჰეროინის ფასი დაეცა 80%-ით და 900%-ით გაიზარდა სუფთა ჰეროინის მოწოდება 1981-2002 წლებში.
აივ ინფექციის გავრცელების გარდა ნარკოტიკების წინააღმდეგ ომი ხელსუწყობს ძალადობას
კვლევების მონაცემები და ზოგადი შედეგები ნათლად მოწმობს, რომ ნარკოტიკების აკრძალვამ ხელი შეუწყო ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული სიკდვილიანობისა და ძალადობის დონის მატებას. შვეიცარიის ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ სიკვდილიანობის დონე ჰეროინის ადგილობრივი მომხმარებელთა შორის შემცირდა ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპიის დანერგვის შედეგად, მაგრამ გაიზარდა მომდევნო წლებში რეპრესიული ნარკოკანონმდებლობის გამო.
კვლევებმა აჩვენა, რომ რეპრესიული ნარკოკანონმდებლობა იწვევს ძალადობის მატებას, განსაკუთრებით კი ქუჩის დანაშაულის ზრდას მრავალ ქვეყანაში.