„აივ პრევენციული სერვისების მიწოდება ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებსა და მათ სქესობრივ პარტნიორე

ა/წლის 16-18 მაისს, საფრანგეთში, ქ. მარსელში ჩატარდა საერთაშორისო სიმპოზიუმი აივ-ის, ჰეპატიტი C-სა  და სხვა გავრცელებული დაავადებების შესახებ (ISHEAD), რომელზეც მიწვეული იყვნენ პროექტის 2 თანამშრომელი: ხათუნა ქუთათელაძე-პროექტის „აივ პრევენციული სერვისების მიწოდება ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებსა და მათ სქესობრივ პარტნიორებში“ კოორდინატორი და ამავე პროექტის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი მომავლისკენ“ სუბ.კოორდინატორი ქეთევან ბიძინაშვილი.

ვინაიდან მსოფლიო მასშტაბით გრძელდება აივ-ისა და  ჰეპატიტი C-ს გავრცელება და ყოველწლიურად ახალი შემთხვევის მატების ტენდენცია არის გამოკვეთილი, სიმპოზიუმზე განხილული იქნა მსოფლიო წამყვანი სპეციალისტებისა და ფარმაკომპანიების მიერ თანამედროვე პრევენციისა და მკურნალობის მიდგომები ინფექციების ახალი შემთხვევების შესამცირებლად. ყოველი პრეზენტაციის შემდგომ იმართებოდა დისკუსიები და ნებისმიერ მონაწილეს საშუალება ქონდა მიეღო პასუხი მისთვის საინტერესო კითხვაზე. სიმპოზიუმზე წარმოდგენილი იქნა 10  ორალ აბსტრაქტი და პოსტერები საპრეზენტაციოდ. ქსელის წარმომადგენლების მიერ გაკეთდა 1 სიტყვიერი წარდგინება და 1 პოსტერი გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში: „Attitudes towards harm reduction/HIV counseling and testing services of sexual partners of People Who Inject Drugs“  და   „Free DAAs for People who Inject Drugs – does free HCV treatment define effective treatment uptake among PWIDs?“

ხათუნა ქუთათელაძემ სპეციალურად შემდგარი კომიტეტის წარმომადგენლებსა და   სიმპოზიუმის სხვა მონაწილეებს წარუდგინა პოსტერი და აღნიშნული თემის შესახებ მიმოხილვა გააკეთა. კომიტეტისა და სხვა დამსწრე საზოგადოების მხრიდან დაისვა შეკითხვები,  გაიმართა საინტერესო დისკუსია.

ქეთევან ბიძინაშვილმა წარადგინა პოსტერი და დაინტერესებულ მონაწილეებს უპასუხა კითხვებზე.

ქსელის მიერ წარდგენილი აბსტრაქტმა და პოსტერმა დაიმსახურა კარგი შეფასება.