28 ივლისის ჰეპატიტების საერთაშორისო დღე-თბილისი

 28 ივლისს ჰეპატიტების საერთაშორისო დღეს ,,ზიანის შემცირების ქსელის" ორაგანიზაციების ,,ახალი  ვექტორის" და ,,ჰეპა+"-ის ორგანიზებით ქ.თბილისში მეტრო სადგურ ,,რუსთაველის" და ,,თავისუფლების მოედანზე განთავსდა მობილური ამბულატორიები და მოქალაქეებს ქონდათ საშუალება ჩაეტარებინათ სწრაფი ტესტირება C ჰეპატიტის ვირუსის გამოსავლენად. ეს არის პირველი ნაბიჯის, რომელიც ყველა ჩვენმა  მოქალაქემ უნდა გადადგას, რომ დავამარცხოთ C  ჰეპატიტი. მიუხედავად იმისა, რომ ტესტირება იყო უფასო და სულ 15 წუთში ადამიანებს შეეძლოთ გაეგოთ საკუთარი სტატუსი, სამწუხაროდ მომართვიანობა არ იყო ძალიან მაღალი, რაც არის საზოგადოების არა ინფორმირებულობის და ნიჰილისტური დამოკიდებულების ბრალი დაავადების მიმართ.

28 ივლისი ჰეპატიტების საერთაშორისო დღის აღნიშვნა დასრულდა საქართველოს ძველ პარლამენტის შენობასთან აქცია პერფორმანსით. აქციის მიზანი იყო იმ ბარიერების ხილვადობის გაზრდა, რომელბიც ხელს უშლიან ელიმინაციის პროგრამის მოქალაქეების ჩართულობას. 

ბარიერების შემცირება მოგვცემს საშუალებას-ვოპივოთ 100 000 დაკარგული ადამიანი!!!