28 ივლისი ჰეპატიტების საერთაშორისო დღე -ზუგდიდი

2018 წლის 27 ივლისს, ასოციაცია „ქსენონის“ ორგანიზებით, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა „C ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოში - მიღწევები და გამოწვევები“ გაიმართა.
შეხვედრას, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ჯანდაცვის სამსახურების, სამედიცინო კლინიკების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მრგვალი მაგიდა მიზნად ისახავდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შედეგების გაცნობას/წარდგენას და სამთავრობო და სამოქალაქო სექტორებს შორის ინფორმაციის გაცვლას ორივე სექტორში არსებული მკურნალობა/დიაგნოსტიკის შესაძლებლობების შესახებ.