სამუშაო შეხვედრა ზიანის შემცირების საქართველოს ქსელში

24 ოქტომბერს ზიანის შემცირების საქართველოს ქსელში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა.რომლის მიზანს წარმოადგენდა FIND -ის და გლობალური ფონდის პროექტებს შორის კოლაბორაციის გაუმჯობესება და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ბენეფიციარების ჩართულობის გასაზრდელად გზების დასახვა.

შეხვედრას ესწრებოდნენზიანის შემცირების ქსელის ადმინისტრაციის, FIND - ის საქართველოს წარმომადგენლის და ზიანის შემცირების პროგრამების განმახორციელებელი სერვის ცენტრების თანამშრომლები. შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა FIND - ის პროგრამის მენეჯერი მაია ჯაფარიძე.

ქვეყანაში მიმდინარეობს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უნიკალურ შანს აძლევს ჩვენი ქვეყნის მოქლაქეებს დაამარცხონ ეს დაავადება. ამ პროგრამით საქართველო არის ლიდერი არამარტო რეგიონში არამედ მთელს მსოფლიოში. მიუხედავად ესეთი უნიკალური პროგრამისა მოქალაქეების მიმართვიანობა და შესაბამისად ჩართულობა არის დაბალი. სამოქალაქო საზოგადოებამ გამოავლინაა ის ბარიერები რაც ხელს უშლიდა პაციენტების ჩართულობას, სახელმწიფო თავის მხრივ ცდილობს აღმოფხვრას ყველა ეს ბარიერი, რომელიც ხელს უშლის ქვეყანაში ელიმინაციის წარმატებით დასრულებას.

დამსწრე საზოგადოებას FIND - ის პროგრამის მენეჯერმა მაია ჯაფარიძემ წარუდგინა პრეზენტაცია : სადაც წარმოდგენილი იყო FIND - ის პროექტის მიღწევები ოქტომბრის მდგომარეობით. მან აღნიშნა, რომ უმეტესობა სერვის ცენტრებს აქვთ ჩამორჩენა დასახულ ინდიკატორებთან და დროის სიმცირის გამო საჭიროა ღონისძიებების დასახხვა თუ როგორ უნდა გაიზარდოს ბენეფიციარების ჩართულობა პროგრამაში. შედარდა პროგრამაში ჩართული 3 ჯგუფის შესრულებული სამუშაოს მოცულობა წინა თვესთან შედარებით. 24 ოქტომბრის მონაცემებით ლიდერობს ქუთაისის ახალი გზა - 103% - ით, მეორე ადგილზეა ზუგდიდის სერვის ცენტრი „ქსენონი“ და მესამეზე - „ახალი ვექტორი“ თბილისის სერვის ცენტრი. გორის ცენტრის და ახალი გზის ხელძღვანელმა ქეთევან ბიძინაშვილმა ყურადღება გაამახვილა გეოგრაფიული მოცვაზე. კერძოდ მისი განმარტებით ის ბენეფიციარები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულები საქართველოში, საცხოვრებელ მისამართზე ვერ ერთვებიან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში, არის შემთხვევები,როცა ვერ ახერხებენ სამცხე-ჯავახეთიდან თბილისში ჩამოსვლას ბენეფიციარები გზის ფულის აქტონის გამო, არადა C ჰეპატიტის ახალი შემთხვევების გამოვლენა მატულობს. ზიანის შემცერიების პროგრამების ხელძღვანელმა მაკა გოგიამ წამოჭრა საკითხი გლობალური ფონდის პროგრამის ფარგლებში დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მოწოდებული ტესტ-სისტემების ხარვეზების შესახებ. მოწოდებული ტესტ-სისტემები ( აივ-ი, B და C ჰეპატიტი და აივ-ი ) მუშაობს ხარვეზით, B და Cჰეპატიტების ტესტები იძლევა ცრუ უარყოფით შედეგებს, ხოლო აივ-ის ტესტი ცრუ დადებით შედეგს. რაც უარყოფითად ისახება ნდობის ფაქტორზე პაციენტების მხირდან და სამწუხაროდ ხშირად არის მათი სამართლიანი უკმაყოფილების მიზეზი. ასევე პრობლემას წარმოადგენს ტესტ - სისტემებს არ ახლავს ინსტრუქცია არ არის ქართულ ენაზე და რთულად გასაგებია. ეს პრობლემა აუცილებლად უნდა მოგვარდეს, მანამდე კი კარგი იქნება თუ მწარმოებელი კომპანიები ჩაატარებენ ტრენინგებს ტესტ-სისტემების მოხმარების წესის შესახებ. დავადებათა კონტროლის წარმომადგენლმა სანდრო ასათიანმა წამოაყენა ინიციატივა- უნდა დაიტესტოს 20 ბენეფიციარი, რომლებიც ზუსტად ვიცით, რომ დადებითია და ვნახოთ რამდენ შემთხვევაში არ დაიჭერს ტესტ-სისტემა. სერვის ცენტრებს დაევალათ 26 ოქტომბრისთვის მოიწერონ შედეგები. ეს მოგვცემს საშუალებას კიდევ ერთხელ შემოწმდეს სისტემის ცდომილება. ბათუმის ცენტრის და ორგანიზაცია იმედის ხელმძღვანელის ზორია წურწუმიას განცხადებით რომპიდიაი ინტერვენცია ძალიან დაეხმარა ახალი ბენეფიციარების მოზიდვასა და FIND - ისპროგრამაშიჩართვაში ბათუმის ცენტრს. ქნ მაია ჯაფარიძის კითხვაზე დაახლოებით როდის დასრულებენ სერვის ცენტრები ბენეფიციარების ჩართვას FIND - ის პროგრამაში , ქეთის ბიძინაშვილის აზრით წელს ეს ნამდვილად ვერ მოხდება.

მთავარ კითხვა , რომელიც ყველას გვაწუხებს არის რა შეიძლება გაკეთდეს , რომ მაქსიმალურად გაიზარდოს C ჰეპატიტით ინფიცირებული ბენეფიციარების მოცვა მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში. გეოგრაფიული და ფინანსური ბარიერების გარდა პრობელმას წარმოადგენს საზოგადოების არა ინფორმირებულება და პრობლემის ინფანტილური დამოკიდებულობა, მითები. 

ყველა სერვის ცენტრის წარმომადგენელმა ერთხმად აღნიშნა, რომ მათთან მოსული ბეენფიციარების უმრავლესობა უკვე კონფირმირებულია ლუგარის ცენტრის მიერ, ამიტომ ვერ რთავენ FIND - ის პროგრამაში.

შემდეგ ეტაპზე მაკა გოგიამ წარმოადგინა რამდენიმე დამატებითი საკითხი, რისი განხილვაც ცენტრების საჭიროებიდან გამომდინარე მოხდა. შეთანხმების შედეგად, ცენტრებს დაევალა შემდეგი:

1. გააკეთონსტატისტიკა, რამდენი ბენეფიციარი ვერ ჩართეს FIND-შიიმის გამო, რომ უკვე ჩატარებული ჰქონდათ კოფირმაცია;
2. ცენტრებმა უნდა მოიწერონ ბიუჯეტის მუხლში ვის რა დანაზოგი აქვს და სად სურთ თანხების ალოკაცია;
3. ცენტრებმა უნდა მოიწეროთ შპრიცების გაცემაზე ლიმიტის მოხსნის საჭიროების შესახებ და აგრეთვე დაასახელონ რიცხვი, რომელიც

არის მაქსიმალურად მიზნობრივი ერთჯერადი/კვირის მანძილზე დარიგებისთვის. მოიწერონ ამისი დასაბუთებაც.