როგორ მოვიქცეთ დაკავების დროს?

თუ ქუჩაში პოლიციელი გაჩერებთ, მოსთხოვეთ მას წარმოგიდგინოთ თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 იმ შემთხვევაში, თუ  მოითხოვეს თქვენი პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა, დაემორჩილეთ. თუ გთხოვენ საბუთის წარდგენას, წარადგინეთ. წინააღმდეგ შეთხვევაში თქვენი მოქმედებები შეიძლება  აღქივან,  როგორც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა  და თქვენი დაკავება შესაძლებელი გახდება 15 დღემდე  ვადით.

თუ  პოლიციელი გადაწყვეტს თქვენს გაჩხრეკას, შეახსენეთ მას, რომ ჩხრეკა ნებადართულია მხოლოდ ორი  მოწმის თანდასწრებით და აუცილებლია ოქმის  შედგენა.

იმ შემთხვევაში, თუ პოლიციელი კაცი დაიწყებს ქალის ჩხრეკას, იცოდეთ, რომ კანონის მიხედვით  ჩხრეკა და პირადი დათვალიერება უნდა განახორციელოს მხოლოდ იმ სქესის წარმომადგენელმა, რომლის წარმომადგენელიც მოქალაქეა.

აუცილებლად მოაწერეთ ხელი დაკითხვის ოქმს, ხელმოწერა მხოლოდ ადასტურებს იმას, რომ იცით, რაში გადანაშაულებენ. თუ რამეში არ ეთანხმებით, დაწერეთ ამის შესახებ.

იმ შემთხვევაში, თუ ოქმში მითითებული იქნება, რომ თქვენ იმყოფებოდით ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, კანონის შესაბამისად გამაბრუებელი ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა უნდა დააფიქსიროს ექიმმა. თუ სამედიცინო დასკვნა არ არის, მაშინ ადვოკატი შეძლებს ასეთი ბრალდების გაასაჩივრებს.

თუ პოლიციელს გაყვებით ნარკოლოგიურში, ან იძულებით მიგიყვანენ იქ, თქვენ უფლება გაქვთ სამედიცინო პერსონალთან უარი განაცხადოთ ანალიზის ჩაბარებაზე. არავის აქვს უფლება ძალით ან იძულებით ააღებინოს ვინმეს რაიმე სახის ანალიზი ამ პირის წინააღმდეგობის შემთხვევაში. თქვენ გაქვთ უფლება არ ჩააბაროთ ბიოლოგიური მასალა, სამართლებრივად და ფიზიკურად შეუძლებელია ამ მხრივ თქვენი იძულება.

დაკავების პერიოდში უმჯობესი იქნება თუ გამოიყენებთ . დუმილის უფლებას და პასუხს არ გასცემთ პოლიციელებს დასმულ შეკითხვაზე. ეს საქციელი შეგიძლიათ ახსნათ იმით, რომ თქვენ არ გაქვთ ვალდებულება მისცეთ ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ ან უბრალოდ შეგიძლიათ თქვათ, რომ სარგებლობთ დუმილის უფლებით.

 

პრაქტიკული რჩევები ეფუძნება შემდეგ ნორმებს: 

პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი

 

მუხლი 18.3:
პოლიციელი ვალდებულია, თუ გარეგნული ნიშნებით შეუძლებელია მისი, როგორც პოლიციელის, იდენტიფიცირება, პირს წარუდგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუკი ეს ხელს არ შეუშლის საპოლიციო ფუნქციების შესრულებას.

მუხლი 17.2():
თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ნარკოტიკული ნივთიერება მოიხმარა, მას გამოკვლევის მიზნით წარადგენს საამისოდ უფლებამოსილ პირთან.

მუხლი 2:
საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვისფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ დამკვირვებელს გარემოებათა გათვალისწინებით დასკვნის გასაკეთებლად. 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
მუხლი 170. დაკავება
1. დაკავება არის თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთა. 
2.
პირი დაკავებულად ითვლება მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის მომენტიდან. დაკავების მომენტიდან პირი ითვლება ბრალდებულად.

მუხლი 174. დაკავების წესი
1. თუ არსებობს დაკავების საფუძველი, დამკავებელი მოხელე ვალდებულია დაკავებულს გასაგები ფორმით შეატყობინოს ეს, განუმარტოს, რა დანაშაულის ჩადენაშია ის ბრალდებული, და აცნობოს, რომ მას აქვს უფლება ადვოკატზე, დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის შეკავების უფლება, უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული, და რომ ყველაფერი, რასაც იგი იტყვის, შესაძლებელია მის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული სასამართლოში. დაუშვებელი მტკიცებულებაა ის განცხადება, რომელიც დაკავებულმა ამ ნაწილით გათვალისწინებული განმარტების მიღებამდე გააკეთა. 2. დამკავებელმა მოხელემ დაკავებული დაუყოვნებლივ უნდა მიიყვანოს პოლიციის უახლოეს დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში.

მუხლი 196. ბრალდებულის პირველი წარდგენა სასამართლოში
1.
დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა პროკურორი გამოძიების ადგილის მიხედვით მაგისტრატ მოსამართლეს წარუდგენს შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ.

3.
თუ ამ მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობა დაკავებიდან 48 საათში არ წარედგინება მაგისტრატ მოსამართლეს, დაკავებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

საქართველოს კონსტიტუცია
მუხლი 18
1.
ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია.
2.
თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.
3.
ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში საგანგებოდ უფლებამოსილი პირის მიერ. დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არაუგვიანეს 48 საათისა. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ, პირი დაუყონებლივ უნდა განთავისუფლდეს. 
4.
ამოღებულია (27.12.2006 N4137).
5.
დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს დაკავების ან დაპატიმრებისთანავე უნდა განემარტოს მისი უფლებები და თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. მას დაკავების ან დაპატიმრებისთანავე შეუძლია მოითხოვოს დამცველის დახმარება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს.
6.
ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან).
7.
ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევა ისჯება კანონით, უკანონოდ დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება. 

მუხლი 42 
1. ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
2.
ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. 
3.
დაცვის უფლება გარანტირებულია.
4.
არავის არ შეიძლება განმეორებით დაედოს მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის.
5.
არავინ არ აგებს პასუხს იქ ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს