15.03.2012 ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნა

2011 წლის 22 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობის და დებულების დამტკიცების შესახებ. 15 მარტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს ნარკომანიასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და განისაზღვრა სამუშაო ჯგუფების შემადგენლობა. ასევე საჯარო შეხვედრები გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და  როკურატურის მიერ ჩატარებული კვლევების შესახებ, რომელთა საფუძველზეც დამზადებულიიდეო რგოლი 16 მარტიდან ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში აქტიურად გადის მასობრივი მედიის საშუალებებში.