27.04.2012 თვით-დახმარების ჯგუფების ტრენინგი

2012 წლის 24-26 აპრილს ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „ზიანის შემცირება - რეპრესიული თუ მტკიცებულებებზე დამყარებული ჩარევა: თემის გაძლიერების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირებული პოლიტიკის ხელშეწყობა საქართველოში“, ფარგლებში გაიმართა 3-დღიანი ტრენინგი   თემაზე -  კომუნიკაცია, ლიდერობა და ფასილიტაცია. ტრენინგის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენდნენ თემის წევრები - თვით-დახმარების ჯგუფების წარმომადგენლები თბილისიდან და სხვადასხვა რეგიონებიდან : აჭარიდან, კახეთიდან, იმერეთიდან, ქვემო ქართლიდან სამეგრელოდან და გურიიდან. ტრენინგი მიზნად ისახავდა  მონაწილეებისთვის   ლიდერობის, კომუნიკაციის და ფასილიტაციის უნარ-ჩვევების  განვითარებას, რაც შემდგომში  დაეხმარებათ ლიდერების გამოკვეთაში და თვით-ადვოკატირების ჯგუფების ჩამოყალიბებაში. ტრენინგს უძღვებოდნენ კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის  - CTC-ის ტრენერები: ნათია ზედგენიძე და გიორგი თვალიაშვილი.   ტრენინგმა ინტერაქტიურ გარემოში ჩაიარა,  მონაწილეების მოწონება დაიმსახურა და მათ საადვოკაციო ტრენინგში მონაწილეობის  ინტერესი გაუძლიერა.      

2012 წლის 27 აპრილს თვით-დახმარების ჯგუფებმა მოაწყვეს შეხვედრა, სადაც მოხდა ლიდერების იდენტიფიცირება, ჯგუფის მუშაობის წესების განსაზღვრა და შეხვედრების თემატური პროგრამის შემუშავება.   შეხვედრის შედეგად განისაზღვრა თემის გაძლიერების   თემატური პროგრამა, რომელიც მოიცავდა თვით-დახმარების ჯგუფების მონაწილეების მიერ განსაზღვრულ, მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებს, როგორიცაა ნარკოპოლიტიკა და კანონმდებლობა,  ზიანის შემცირების კონცეფცია და პროგრამები თემის გაძლიერება, ნარკოტიკების მომხარებით გამოწვეული სხვადასხვა დაავადებები და რისკები,  ნარკოტიკების მომხამარებლების ინტეგრაცია და რესოციალიზაცია საზოგადოებაში, და სხვა.  მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაგეგმილი  შეხვდერები, რომლებსაც შესაბამისი სფეროს ექსპერტები წარუძღვებიან,  თემის წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს შესაძლებლობას მისცემს აიმაღლონ ცოდნის დონე უფლებრივი, ჯანდაცვის,  თემის გაძლიერებისა  და წამალდამოკიდებულების პრობლემის გადაჭრის  კუთხით.