28.06.2012 ცვლილებები საქართველოს ნარკოკანონმდებლობაში

 

2012 წლის მაისში საქართველოს პარლამენტმა მე-3 პლენარული მოსმენით დაამტკიცა საქართველოს ნარკოკანომდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების პაკეტი. პაკეტს ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტმა.

2012 წლის  28 ივნისს „პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელზეც  „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა“ და პარტნიორმა ორგანიზაციებმა გაავრცელეს საგანგებო განცხადება სადაც აღნიშნეს, რომ  მიღებული კანონის ტექსტი არ მოიცავს საჯაროდ გაცხადებული  “ლიბერალიზაციის” მომენტებს, კერძოდ:

 

  • არ მოხდა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია
  • მკაფიოდ არ განისაზღვრა წამალდამოკიდებულთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის დაფინანსების წყაროები
  • არ გაიმიჯნა მომხმარებლისა და გამსაღებლის კანონის წინაშე პასუხისმგებლობის ზღვარი.

 

განცხადებას 26-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია შეუერთდა.  განცხადებაში ნათქვამია, რომ არასამავრობო ორგანიზაციებთან ანხმებული ნარკოკანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები არ იქნა გათვალისწინებული კანონის საბოლოო  ვარიანტში. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა უფლებადამცველი ორგანიზაციების კომენტარები, ხელისმომწერები გაემიჯნენ ზემოთაღწერილი პროცესს და მოუწოდებენ დაინტერესებულ მხარეებს დაუყოვნებლივ განაახლონ მუშაობა ნარკოკანონმდებლობის შემდგომი დახვეწისათვის.

პრეს-კონფერენციაზე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებების დადებით და პრობლემულ მხარეებზე და ქვეყანაში არსებულ ნარკოვითარებაზე.