30.11.2012 ტრენინგი ჟურნალისტებისა და ბლოგერებისთვის

29-30 ნოემბერს ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაიმართა ტრენინგი ჟურნალისტებისა და ბლოგერებისთვის. ორდღიან შეხვედრაზე ჟურნალისტები და ბლოგერები გაეცნენ აივ ინფექციის, ჰეპატიტების და სხვა სისხლით გადამდები ინფექციების გავრცელების პროფილაქტიკას, დოზის გადაჭარბებისა და ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული სხვა უარყოფითი შედეგების შემცირების გზებს. ტრენერებმა ზურაბ ტატანაშვილმა და გიორგი წოწკოლაურმა ისაუბრეს ნარკოტიკების მოხმარების ბიო-ფსიქო-სოციალური მხარეებზე, მედიის როლსა და ეთიკური საკითხებზე ნარკომოხმარების გაშუქებისას.