20.03.2013 ადვოკაციის სკოლა

ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ჩატარდა ადვოკაციის სკოლა- ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის სტრატეგიების შემუშავება სამართალდამცავ ორგანოებთან მუშაობის, ზედოზირების პრევენციისა და მედიკამენტებით მხარდაჭერილი მკურნალობის ხელმისაწვდომობის მიმართულებით, რომელიც 18-20 მარტს გაიმართა ქობულეთში, სასტუმრო „ჯორჯია პალასში“. სკოლას გაუძღვნენ უკრაინელი ექსპერტები მაქსიმ დემჩენკო და პაველ სკალა.  სამი დღის განმავლობაში ქსელის წევრებმა შეიმუშავეს სტრატეგიები ზემოთ აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით.