20.02.2013 გამოფენა ,,შედი ჩემს მდგომარეობაში’’

ოთხი ნარკომომხმარებელი ქალის ცხოვრება, ოთხ ჩვეულებრივ ოთახში, მათი პირადი ნივთები, ავტობიოგრაფიული ჩანაწერები, გადაღებული ფოტოები- ეს ის ჩამონათვალია, რისი ნახვის საშუალებაც სტუმრებს მიეცათ. აქციის  მიზანი იყო საზოგადოებას ნარკომომხმარებელ ქალთა მდგომარეობაში შესვლისკენ უბიძგოს. ასევე, გავლენა იქონიოს იმ პირებზე, რომლებიც ამ პრობლემატიკის ფარგლებში მუშაობენ. გამოფენა თბილისში, მცხეთის ქუჩა # 9-ში, სამი დღე, 20 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით აგრძელდა. პროექტის ორგანიზატორი იყო კრეატიული სტუდია იდეალისტი, თანაორგანიზატორი - ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცი ქსენონი’’, პროექტის მხარდამჭერები კი ფონდი ღია საზოგადოება საქართველო და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი.