12.02.2013 სამუშაო შეხვედრა - წამალდამოკიდებულების პრობლემა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში

12 თებერვალს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ზიანის შემცირება- რეპრესიული თუ მტკიცებულებებზე დამყარებული ჩარევა: თემის გაძლიერების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირებული პოლიტიკის ხელშეწყობა საქართველოში’’- ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემა ნარკომომხმარებელთა პრობლემა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და წამალდამოკიდებულ პრობაციონელთა რესოციალიზაცია იყ. ახალ ინიციატივებსა და პრობლემის გადაჭრის გზებზე ,,ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის’’ ოფისში, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარის მოადგილე, თეიმურაზ მაღრაძე საუბრობდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ უფლებადამცველი და ზიანის შემცირების სფეროში მომუშავე, სამთავრობო და დონორი ორგანიზაციების და თემის წარმომადგენლები. შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ახალი რეალობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშროლობა სასჯელაღსრულების სამინისტროსთან ზიანის შემცირების პროგრამებისა და სოციალური სერვისების დანერგვისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეფერირების სისტემის განვითარება წამალდამოკიდებული მსჯავრდებულებისთვის, რომლებიც განთავისუფლდნენ.