ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში არსებული ნარკოპოლიტიკის გაცნობის მიზნით

02/03/2017

საქართველოში არსებული მკაცრი ნარკოპოლიტიკა მნიშვნელოვნად  ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და აფერხებს მათ ხელმისაწვდომობას სასოცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჯანდაცვის და სოციალური სერვისების მისაღებად. დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა  (ნარკოტიკების მოხმარება და მათი ფლობა პირადი მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედებაა) ხელს უშლის ქვეყანაში არსებულ ზიანის შემცირების პროგრამების განხორციელებას.