თანასწორი - თანასწორს პრინციპზე დაფუძნებული ინტერვენცია

2016 წლის 22-23 დეკემბერს, ქალაქ ბორჯომის სასტუმრო „ბორჯომი პალასში“ გლობალური ფონდის პროექტის "ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლებისა და მათი სქესობრივი პარტნიორებისთვის აივ პრევენციული სერვისების მიწოდება" ფარგლებში ჩატარდა 2 დღიანი ტრენინგი. ტრენინგი წარმოდგენილი იყო შემდეგი თემით: „თანასწორი - თანასწორს პრინციპზე (PDI – Peer Driven Intervention) დაფუძნებული ინტერვენცია“. ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ პროგრამის PDI კონსულტანტები. ტრენინგის თემის ფარგლებში განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

  • თანასწორ განმანათლებელთა ინტერვენციის შექმნის ისტორია, პრინციპები და მიზნები;  
  • 2015 წლის PDI კვლევის შედეგები;
  • თანასწორ განმანათლებელთა ინტერვენციის განხორციელების საფეხურები და დოკუმენტაციის წარმოების თავისებურებანი;
  • თანასწორ განმანათლებელთა ინტრევენციის გამოწვევები და მიღწევები პროექტის დაწყებიდან დღემდე;
  • 2017 წლის PDI კვლევის პროტოკოლი და კვლევის კითხვარი.

 

როლური თამაშებით მონაწილეებმა პრაქტიკულად განახორციელეს პიდიაი ინტერვენციით განსაზღვრული ბენეფიციარის აღნიშნულ პროგრამაში ჩართვისა და საგანმანათლებლო მუშაობის საფეხურები.