რეგიონული კონფერენცია სახელწოდებით „ზიანის შემცირება ახალ გარემოში"

4-6 აპრილს ლიტვაში, ვილნიუსში გაიმართა ევრაზიის ზიანის შემცირების პირველი რეგიონული კონფერენცია სახელწოდებით „ზიანის შემცირება ახალ გარემოში". კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ასევე ცენტრალური აზიის მთავრობების, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო და სათემო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებმა.   კონფერენციას საქართველოდან 15 ზე მეტი მონაწილე დაესწრო, მათ შორის ზიანის შემცირების ქსელის წარმომადგენლებიც, რომელთაც გააკეთეს რიგი მოხენებებიზიანის შემცირების სერვისების ბარიერებზე საქართველოში;ნარკომომხმარებელი თემის გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის აუცილებლობასა და შესაძლებლობებზე; იზნობრივი ადვოკაციის შესახებ ნარკომომხმარებელთა თემის აივისა და ჰეპატიტი ც-ს სერვისების უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე; საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობებზე ნარკომომხმარებელი ქალების მიმართებაში; რეგიონალური პროექტის მენეჯერმა, მედეა ხმელიძემ ასევე მონაწილეობა მიიღო გაეროს ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (CEDAW) ექსპერტთა შეხვედრაში, სადაც განიხილეს ნარკოდამოკიდებულ ქალთა მიმართ კომიტეტისადმი წარსადგენი ჩრდილოვანი/ალტერნატიული ანგარიშეების მომზადებისა და წარდგენის საკითხები.