C ჰეპატიტის სამიტი, ამსტერდამი, 18-19 აპრილი, 2017

ამა წლის 18-19 აპრილს ქ.ამსტერდამში გაიმართა  C ჰეპატიტის სამიტი http://hepatitiscommunitysummit.eu/ თემის აქტივისტების მონაწილეობით. აღნიშული ღონისძიება ყოველწიურად წინ უსწრებს ღვიძლის საერთაშორისო კონგრესს EASL-ს, რომელიც ჩატარდა ქ. ამსტერდამშივე 18-22 აპრილს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო  აქტივისტმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

აღნიშნულ სამიტზე მომხსენებლად მიწვეულ იქნა ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის პროგრამის დირექტორი მაკა გოგია. მის მიერ გაკეთდა მოხსენება თემატურ პანელზე: "A POLITICIAN INTERVIEWS EXPERTS FROM DIFFERENT AREAS: ELIMINATION – CAN WE MAKE IT?"

 მაკა გოგიას მიერ წარგენილ პრეზენტაციაში აღწერილ იქნა სამოქალაქო საზოგადოების მიერ განხორციელებული საადვოკაციო ღონისძიებები, რომელიც წინ უძღოდა ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებას. აგრეთვე დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია 2 წლის მანძილზე ელიმინაციის პროექტის ძირითადი მიღწევების და არსებული გამოწვევების შესახებ. პროექტის მნიშვნელობიდან და მიღწევებიდან გამომდინარე, მოხსენებამ დიდი მოწონება და დაინტერესება გამოიწვია სამიტის მონაწილეებს შორის. მათი თქმით, თუკი ელიმინაციის მიღწევა შეძლო ისეთმა პატარა ქვეყანამ, როგორიც საქართველოა, მისი მიღწევა სხვა ქვეყნებშიც იქნება შესაძლებელი. ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს ამ პროგრამას თავისი მიღწევებით, როგორც სამაგალითო პროგრამას, შეუძლია მნიშვნელოვანი საფუძველი შეუქმნას სხვა ქვეყნებში ანალოგიური პროგრამების ინიცირებას და მსოფლიო ჯანდაცვაში ჰეპატიტების ავადობის წილის მნიშვნელოვან შემცირებას შეუწყოს ხელი.

სამიტის ბოლოს, თემის აქტივისტების მიერ მომზადდა დეკლარაცია, რომლის წარდგენაც მოხდა ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე -   http://www.hepatitis-c-initiative.eu/images/pdf/pdf_news/declaration_web.pdf 

სამიტზე წარმოდგენილი პრეზენტაციებისთვის ეწვიეთ საიტს http://hepatitiscommunitysummit.eu/presentations/

ფოტო - http://hepatitiscommunitysummit.eu/pictures/

ვიდეო - https://www.youtube.com/watch?v=NY0BfPK38mU