მრგვალი მაგიდა სასტუმრო "ვიქტორიაში"

26 ივნისს, გორში  ჩატარდა  მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა სასტუმრო ვიქტორიაში. შეხვედრას ესწრებოდა ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტივისტები და ჟურნალისტები. მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრას წინ უძღვოდა პრესკონფერენცია.

შეხვედრის თემატიკა დაკავშირებული იყო 26 ივნისთან, როგორც ნარკოტიკებთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან.

 სესიაზე მომხსენებელმა ქეთევან ბიძინაშვილმა,  მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია მსოფლიოსა და საქართველოს მდგომარეობაზე ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის მხრივ. მონაწილეები გაეცვნენ სტატისტიკას და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები. შემდგომ პრეზენტაციაში გამახვილებული იყო ყურადღება ნარკოპოლიტიკის ე.წ. „პორტუგალიური მოდელის“ და ამ მხრივ საქართველოში დაგეგმილი შესაძლო ცვლილებების შესახებ.

 შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია. მონაწილეებმა   გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და შეხედულებები ერთმანეთს და დაგეგმეს სამომავლო აქტივობები.   აღნიშნული აქტივობები გაშუქდა ადგილობრივი მედია საშუალებების მიერ.