ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი ეხმიანება „ჯემ ფესტზე“ მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი ეხმიანება ელექტრონული მუსიკის ფესტივალ „ჯემ ფესტზე“ მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. აღსანიშნავია, რომ მომხდარი ტრაგედიის მიუხედავად დღესაც გრძელდება ახალგაზრდების უცნობი ნივთიერებებით მოწამვლის შემთხვევები. აშკარაა, რომ ფესტივალის მონაწილეები არ ფლობენ ინფორმაციას ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეულ საფრთხეებზე, მათ არ აქვთ ცოდნა ზედოზირების შემთხვევების მართვის. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებებზე შეუძლებელია ბოლომდე გამორიცხო ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევები, შესაბამისად ორგანიზატორებსაც და ხელისუფალსაც მართებს მეტი გულისხმიერება გაუფრთხილდეს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლეს და უზრნველყოს ისინი იმ სერვისებით, რომელიც თავადან აგვაცილებს მოსალოდნელ საფრთხეებს. ზიანის შემცირების ქსელს გააჩნია სათანადო ექსპერტიზა და მრავალწლიანი გამოცდილება ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის, მათ შორის ზედოზირების პრევენციის და განათლების კუთხით. ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი მისი კომპეტენციის და შესაძლებლობის ფარგლებში გამოთქვავს მზადყოფნას დაეხმაროს ღონისძიების ორგანიზატორებს, მიაწოდოს საინფორმაციო მასალა ფესტივალის მონაწილეებს და შესთავაზოს მათ ზიანის შემცირების სერვისები.