ტრენინგი ჟურნალისტებისა და ბლოგერებისთვის

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში “მტკიცებულებებზე და დამყარებული ჩარევა წამალდამოკიდებულთა უფლებების დასაცავად საქართველოში”, იწვევს ჟურნალისტებსა და ბლოგერებს ორდღიან ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად. ტრენინგის თემებია: ნარკოტიკული საშუალებების არასამედიცინო მოხმარების შედეგად გამოწვეული ზიანის საკითხებზე და წამალდამოკიდებულთა უფლებათა დარღვევებზე, სტიგმასა და დისკრიმინაციაზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.

ტრენინგი სავარაუდოდ ჩატარდება 3-4 სექტემბერს ქალაქგარეთ. ტრენინგის ჩატარების ორგანიზების საკითხებს უზრუნველყოფს ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი. მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ ტრენინგის შემდეგ მონაწილეობა მიიღონ კონკურსში და მოიპოვონ სტიპენდიები ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე პუბლიკაციების გამოქვეყნებისთვის.

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი მიზნად ისახავს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირებას, რაც მოიცავს ინფექციების გავრცელების პროფილაქტიკას აივ-შიდსის, ჰეპატიტებისა და სხვა სისხლით გადამდები ინფექციების ჩათვლით; დოზის გადაჭარბებისა და ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული სხვა სავალალო შედეგების შემცირებას, როგორც ცალკეული პირებისთვის, ასევე მთელი საზოგადოებისთვის.

შესაბამისი გამოცდილების მქონე დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ შემდეგი დოკუმენტები:

** ჟურნალისტობის და/ან ბლოგერობის დამადასტურებელი შესაბამისი გამოცდილების აღწერილობა (რეზიუმე);
** ზემოთ აღნიშნული ტრენინგის საკითხებზე დაწერილი სტატია, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა;
** სამოტივაციო წერილი.

აღნიშნული დოკუმენტები გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: gorgetto@gmail.com

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 24 აგვისტო.

http://www.jobs.ge