ზიანის შემცირება მუშაობს-დააფინანსეთ!

2014 წლის 17-19 სექტემბერს კაჭრეთში,  გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ზიანის შემცირება მუშაობს- დააფინანსეთ!“ ფარგლებში გაიმართა ტრენინგი ზიანის შემცირების სერვისების შეფასების მეთოდოლოგიებთან დაკავშირებით. ტრენინგს მასპინძლობა ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა გაუწია, ხოლო ფასილიტაცია ზიანის შემცირების ევრაზიის ქსელის ექსპერტებმა ითავეს. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ამავე პროექტის ფარგლებში, შერჩეულმა სათემო ორგანიზაციებმა, კერძოდ: რუბიკონი (ქუთაისი), აკესო (თბილისი), ფენიქსი 2009 (ოზურგეთი). ტრენინგის მსვლელობის მანძილზე მონაწილეები გაეცნენ ზიანის შემცირების სერვისების პრიორიტეტიზაციისა და შეფასების მოდულებს, რომელზე დაყრდნობითაც, ტრენინგის მონაწილეები წლის ბოლომდე, ნარკომომხმარებელთა სადისკუსიო ჯგუფებისა და ანკეტირების საშუალებით, შეაგროვებენ ინფორმაციას, რომელიც ზიანის შემცირების სერვისების შეფასებას, და პრიორიტეტული სერვისების განფასებას დაეხმარება.