ვაკანსია

არასამთავრობო ორგანიზაცია ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი, გლობალური ფონდის პროექტის ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლების მოცვის გაფართოება აივ/შიდსზე პრევენციული ღონისძიებების გაძლიერების გზით ფარგლებში, აცხადებს ვაკანსიას პროექტის კოორდინატორის თანამდებობაზე.
პროექტის მიზანი: აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების პრევენცია ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა შორის.
ქსელი წარმართავს ზიანის შემცირების პროგრამებს ქვეყნის 14 ცენტრში, 11 ქალაქში (თბილისში (4 ცენტრი), რუსთავი, გორი, თელავი, ქუთაისი, სამტრედია, ბათუმი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ფოთი და სოხუმი); უზრუნველყოფს აივ/შიდსის პრევენციის პროგრამებით ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების გარკვეული ნაწილის მოცვას სხვადასხვა სერვისებით, მათ შორის სტერილური საინექციო აღჭურვილობით, კონდომებით, საინფორმაციო საგანმანათლებლო მასალებით, პრეპარატი ნალოქსონით ზედოზირების პრევენციის მიზნით. ქსელის სერვის ცენტრები მომხმარებლებს სთავაზობენ ტესტირებას აივ ინფექციაზე, ჰეპატიტებსა და სიფილისზე. გარდა ხსენებული დაბალზღურბლოვანი პროგრამებისა, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი აღნიშნული პროექტის ფარგლებში ახორციელებს საადვოკაციო პროგრამებს, რომლებიც ემყარება ადამიანის უფლებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრინციპებს.
სამუშაო აღწერილობა:
პროექტის კოორდინატორი მჭიდროდ თანამშრომლობს პროგრამულ დირექტორთან და ახორციელებს შემდეგ სამუშაოს: 
** პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობების ორგანიზება;
** სუბ-კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ შესრულებული სამუშაოს ანალიზი, მონაცემთა ბაზების და შინაარსობრივ ანგარიშების ხარისხის შეფასება;
** პროგრამული (სიტყვიერი, შესრულებული ინდიკატორები, მონაცემთა ერთიანი ბაზა) ანგარიშების მომზადება;
** პროგრამული ბაზის ფუნქციონირება;
** სუბ-კონტრაქტორი ორგანიზაციების მუშაობის ხარისხის კონტროლი ადგილზე მონიტორინგის ჩატარებით;
** ადგილზე მონიტორინგის პროცესში ორგანიზაციებში არსებული სამუშაო ფორმების, პროგრამული დოკუმენტაციის დეტალური შემოწმება;
** პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციებში ჩატარებული მონიტორინგების ანგარიშების მომზადება, შენიშვნებისა და რეკომენდაციების გაცემა. შემუშავებული ანგარიშების ორგანიზაციებისთვის დროული მიწოდების უზრუნველყოფა; 
** მონაწილეობა შეხვედრების, ტრენინგების ორგანიზებაში, შესაბამისი ოქმების მომზადება;
** გასული და შემოსული წერილების/დოკუმენტაციის დაფაილება;
** საქმიანი კორესპონდენციის მართვა და უზრუნველყოფა; 
** სუბ-კონტრაქტორი ორგანიზაციებისთვის შესაბამისი ტექნიკური დახმარების აღმოჩენა;
** სხვადასხვა საოფისე ადმინისტრაციული საკითხების მართვა და კონტროლი;
** პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაციური ურთიერთობა; 
** დოკუმენტების თარგმნა ქართულიდან ინგლისურ და რუსულ ენებზე და პირიქით;
** ხელმძღვანელობისგან დაკისრებული სხვა სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულება. 

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო განათლება);
** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე (სასურველია აივ/შიდსის პრევენციის სფეროში);
** ტრენინგების ორგანიზების გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

ხელფასის ოდენობა: 1,458 ლარი (დარიცხული).
გამოსაცდელი ვადა: 2 თვე.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.
გათვალისწინებულია მივლინებები რეგიონებში. 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV და მოტივაციის წერილი 2014 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: vacancy.ghrn@gmail.com 

ორგანიზაცია შერჩევის შემდგომი ეტაპის გასავლელად დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.