ტრენინგი ჟურნალისტებისა და ბლოგერებისთვის

2014 წლის 30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს  კაჭრეთში ,ვროკავშირის პროექტის  “მტკიცებულებებზე  დამყარებული ჩარევა წამალდამოკიდებულთა უფლებების დასაცავად საქართველოში”, ფარგლებში გაიმართა ტრენინგი.. ტრენინგის თემა იყო ნარკოტიკული საშუალებების არასამედიცინო მოხმარების შედეგად გამოწვეული ზიანის საკითხებზე და წამალდამოკიდებულთა უფლებათა დარღვევებზე, სტიგმასა და დისკრიმინაციაზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.

ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი საკითხები :ნარკოტიკის მოხმარების ბიო-ფსიქო-სოციალური პერსპექტივა -მიზეზები და შედეგები;ნარკოტიკის მოხმარებასთან ასოცირებული ინფექციები:აივ ინფექცია/შიდსი,ჰეაპატიტები;ზიანის შემცირების საფუძვლები,მიზენბი,ამოცანები და მიმართულებები;ზიანის შემცირება მიკრო,მეზო და მაკროსისტემების დონეზე;ქალი მომხმარებლები,არსებული კანონმდებლობა,განწყობებისაზოგადოებაში;უფლებადარღვევები;ზედოზირება;ადვოკაცია და საზოგადოების ინფორმირება;მედიის შესაძლო როლი ზიანის შემცირების პროგრამებში;რელევანტური ეთიკური საკითხები,მითები და ფაქტები;სტერეოტიპული მიდგომები საკითხების მიმართ.

ტრენინგის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში და მოიპოვონ სტიპენდიები ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე პუბლიკაციების გამოქვეყნებისთვის.