ტრენინგი ექიმებისთვის: ნარკოტიკული ზედოზირება და მისი მართვა

2014 წლის 27-28 სექტემბერს, ანაკლიაში ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი სამეგრელოს რეგიონის პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო პერსონალისთვის თემაზე: ნარკოტიკული ზედოზირება და მისი მართვა. ტრენინგის ორგანიზატორი იყო ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია ქსენონი.
ტრენინგს უძღვებოდნენ მედიცინის დოქტორი, ექიმი–ნარკოლოგი- გვანცა ფირალიშვილი და ახალგაზრდა ფსიქოლოთა და ექიმთა ასოციაცია ქსენონის ხელმძღვანელი –ნინო ჯანაშია.
ტრენინგი ჩატარდა გლობალური ფონდის პროგრამის საქართველოში აივ/შიდსის პრევენციის მიზნით არსებული ეროვნული რეაგირების მხარდაჭერა, აივ/შიდსით დაავადებულთა სიცოცხლის მაჩვენებლების გაუმჯობესება მკურნალობისა და მოვლის ღონისძიებების გაძლიერების გზით, GEO-H-NCDC პროექტის ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლებისთვის აივ პრევენციული სერვისის მიწოდება ფარგლებში