ტენდერი ლამპების, პირველადი დახმარების ჩანთების შესყიდვაზე

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი აივ ინფექცია/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის პროგრამის საქართველოში აივ/შიდსის პრევენციის მიზნით არსებული ეროვნული რეაგირების მხარდაჭერა, აივ/შიდსით დაავადებულთა სიცოცხლის მაჩვენებლების გაუმჯობესება მკურნალობისა და მოვლის ღონისძიებების გაძლიერების გზით (გრანტი: GEO-H-NCDC) პროექტის ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლებისთვის აივ პრევენციული სერვისების მიწოდება (obj. 2, act 2.1.1-2.1.11) ფარგლებში გეგმავსბაქტერიოციდული ლამპებისა და პირველადი დახმარების ჩანთების შესყიდვას.

ბაქტერიოციდული ლამპები:

** ულტრაიისფერი ნათებით, ბაქტერიოციდული თვისებებით, ახდენს ჰაერის დეზინფექციას, ჰაერში ბაქტერიებისა და მიკროორგანიზმების გაუვნებელყოფას.
** სიგრძე: 90სმ 
** ჭერზე დასამონტაჟებელი, სიმძლავრე გათვალისწინებული 30 კვ.მ ფართობზე.
** მასალა:ნათურა მოთავსებული პლასტმასის ჩარჩოში
** რაოდენობა :14 ცალი

პირველადი დახმარების ჩანთა:

2 ტიპის ჩანთა პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის:

1. სამედიცინო ჩანთა - მასალა: პოლიესთერი, ექვემდებარება რეცხვას. აქვს განყოფილებები, ტარება შესაძლებელია როგორც ხელით ასევე აქვს მხარზე გადასაკიდებელი ქამარი. 
ზომები: 360x240x155; 
რაოდენობა: 14 ცალი. 
2. სამედიცინო ჩემოდანი - აქვს ოთხი პლასტიკური ყუთი, რომელიც გაღების დროს იშლება საფეხურებად, სექციებად. იკეტება საკეტით. ზომები: 360 x 240 x 215მმ; წონა: 3.6 კგ.
რაოდენობა: 8 ცალი.

სატენდერო განაცხადი ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით. სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გათვალისწინებით. სატენდერო განაცხადთან ერთად კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შესასყიდი საქონლის სამაგალითო ნიმუშები (ზუსტად იმ პარამეტრებით, რაც მოცემულია სატენდერო განაცხადში).

კომპანიამ უნდა უზრუნველყოს საქონლის სრული მოცულობის დამკვეთთან მიტანა (ტრანსპორტირება და დამონტაჟება კვარცული ლამპების შემთხვევაში). 

დაინტერესებულმა კომპანიებმა განაცხადი ტენდერში მონაწილეობასთან დაკავშირებით უნდა წარმოადგინონ 2014 წლის 7 ნოემბრამდე ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელში, შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, 0171 პეკინის გამზ.N 2, მე-2 სადარბაზო. მე-4 სართული, ბ. N19, ან სატენდერო განაცხადის ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული სკანირებული ვარიანტი მის მიერ დაბეჭდილ სამაგალითო გამოცემებთან ერთად უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gjikia@hrn.ge

საკონტაქტო პირი: გურანდა ჯიქია - 595 14 28 88.