„ვისაუბროთ აივ–ზე, ჩავიტაროთ ტესტირება აივ–ზე“

  21  ნოემბერს  სტარტი აიღო ევროპის აივზე ტესტირების კვირეულმა, რომელიც გასტანს 28 ნოემბრის  ჩათვლით და მას მსოფლიოს მრავალი ქვეყანა უერთდება.ტესტირების კვირეულის სლოგანია: „ვისაუბროთ აივ–ზე, ჩავიტაროთ  ტესტირება აივ–ზე“. კვირეულის მიზანია უფრო მეტმა  ადამიანმა გაიგოს საკუთარი აივ–სტატუსი და თავიდან იქნას აცილებული შორსწასული შემთხვევების დროს დიაგნოზის დადგენა, ასევე მოხდეს აივ–ზე ტესტირების პოპულარიზაცია. 

   2014 წელს 21–28 ნოემბერს    არასამთავრობო ორგანიზაცია  „ნაბიჯი მომავლისკენ“ ფონდ  AHF- ის მხარდაჭერით ახორციელებს აივ–ზე ტესტირების კვირეულს შიდა ქართლში, რომლის ფარგლებში  დაგეგმილია მრავალი  აქტივობა:    რადიოგადაცემები,  საინფორმაციო  მასალის  გამოცემა და მათი გავრცელება. საინფორმაციო შეხვედრები რეგიონის ახალგაზრდობასთან, სტუდენტებთან, დევნილებთან რომლებიც ცხოვრობენ კომპაქტურ დასახლებებში, ასევე დაგეგმილია ნებაყოფლობითი, ანონიმური ტესტირება აივ–ზე ნებისმიერი მსურველისთვის,  კო ნსულტირება  და კონდომების დარიგება.  ღონისძიებები შიდა ქართლში გაგრძელდება მთელი კვირის განმავლობაში 1 დეკემბრამდე – შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღემდე.