მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე `აივ ინფექცია/შიდსი- დავიყვანოთ ნულამდე: გამოწვევები, პრიორიტეტები`.

2014 წლის 27 ნოემბერს , ასოციაცია ქსენონის ოფისში, მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე აივ ინფექცია/შიდსი- დავიყვანოთ ნულამდე: გამოწვევები, პრიორიტეტები.

შეხვედრა ჩატარდა სამეგრელოს რეგიონის პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო პერსონალისთვის, აივ-ზე ტესტირების ევროპული კვირეულის ფარგლებში.

მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია აივ ეპიდემიის გლობალურ სურათზე, მსოფლიოში დაავადების გავრცელების რეგიონულ სპეციფიკაზე, საქართველოში დაავადების გავრცელების მასშტაბებზე, გლობალური საპასუხო ზომების მიღწევებსა და ახალ გამოწვევებზე.

მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა ისაუბრეს სამეგრელოში აივ-ტესტირების მასშტაბების გაზრდისა და დაავადების ადრეული გამოვლენისთვის რესურსების ინტეგრაციის მნიშვნელობაზე და შეიმუშავეს ერთიანი სამოქმედო გეგმა