საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის დაფუძნება

27 აპრილს საქართველოში ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა დაფუძნდა. პლატფორმის შექმნის მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე დაინტერესებულმა მხარეებმა რუმს ჰოთელ თბილისში პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ: კოკა ლაბარტყავა, ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის გამგეობის თავმჯდომარე, კახა კვაშილავა, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის დირექტორი, დავით ოთიაშვილი, ალტერნატივა ჯორჯიას დირექტორი, დავით ვადაჭკორია, ნარკოლოგიური კლინიკა ნეოგენის  დირექტორი და ბექა წიქარიშვილი, თეთრი ხმაურის მოძრაობის წარმომადგენელი.

 

„ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“ ინიციატივით დაიწყო ფართო საზოგადოებრივი დიალოგი, რომ განხორციელდეს კოორდინირებული, მტკიცებულელებზე დაფუძნებული ინტერვენციები ნარკოპოლიტიკისა და გადამკვეთ სფეროებში არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ. ქვეყანაში არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკით გამოწვეული ნეგატიური შედეგების შესამსუბუქებლად და ნარკოტიკების მომხმარებლებზე ორიენტირებული ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად ჩამოყალიბდა საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა. პლატფორმა ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების, სათემო ჯგუფების და ექსპერტების ჩართულობას ნარკოტიკებთან დაკავშირებული პოლიტიკის ფორმირებაში და ადვოკატირებას გაუწევს ეფექტური და ჰუმანური პოლიტიკის ჩამოყალიბებას.

 

საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა წარმოადგენს თანასწორუფლებიანობის პრინციპზე დაფუძნებულ გაერთიანებას, რომლის მიზანია საქართველოში არაეფექტური სადამსჯელო ნარკოპოლიტიკის ცვლილება და იმ ზიანის შემცირება, რომელიც საზოგადოებას ადგება ნარკოტიკების მოხმარების და მოქმედი ნარკოპოლიტიკის შედეგად. ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა აერთიანებს დაინტერესებულ მხარეებს და ჯგუფებს, სამოქალაქო საზოგადოებას და სათემო ორგანიზაციებს, სერვისების მიმწოდებლებს, კლინიცისტებს, აკადემიური დარგის წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობებ ნარკოპოლიტიკის სფეროში. ამჟამად საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმაში  33 არასამთავრობო ორგანიზაცია და მოძრაობაა გაწევრიანებული.

საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: 

          ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობის რეფორმა:

  • ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება დეკრიმინალიზაცია;
    • საკუთარი მოხმარების მიზნით მცენარეების კულტივირებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გადახედვა;

 

  • მცირე ოდენობის შეძენა/შენახვისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება;
  • ნარკოტიკების მოხმარებისთვის და მცირე ოდენობით პირადი მოხმარებისთვის შეძენა/შენახვისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გაუქმება (გარდა მოხმარების პროცესისა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ან საფრთხის შექმნისა სხვებისთვის);
  • დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკების შეძენა/ შენახვისათვის სასჯელის დისკრეცია/განსაზღვრა-0 წლიდან;
  • ნარკოტიკების ადექვატური ოდენობების დადგენა.

 

         ნარკოტიკების მომხმარებლებისათვის ხარისხიან სერვისებზე

         ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა:

  • ნარკოტიკების მომხმარებლებისათვისმკურნალობის, რეაბილიტაციის და ზიანის შემცირების პროგრამების ლეგალური ბაზის უზრუნველყოფა და რეგულაციების დახვეწა;
  • აღნიშნული პროგრამების ფინანსური მდგრადობისა უზრუნველყოფა გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის პრინციპების გათვალისწინებით; 
  • ამბულატორიული და რეზიდენტული (ასევე კომუნის ტიპის) სარეაბილიტაციო ცენტრების ქსელის/სისტემის დაფუძნების ხელშეწყობა
  • სასჯელაღსრულების სისტემაში მკურნალობის და რეაბილიტაციის სისტემის გაფართოება.

 

          საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება ნარკოტიკების

         მოხმარების საკითხებზე ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ

         სტიგმა/დისკრიმინაციის შესამცირებლად:

  • მომხმარებლების მიმართ სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირება;
  • ნარკოპოლიტიკის რეფორმის სასასრგებლოდ საზოგადოებრივი შეკვეთის ფორმირება/მხარდაჭერა;.

 

პლატფორმის წევრებმა გამოთქვეს მზაობა ითანამშრომლონ ყველა დაინტერესებულ მხარესთან და მოუწოდეს საზოგადოებას აიღონ სოციალური პასუხისმგებლობა ნარკოტიკების მომხარებლებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომ ერთიანი ძალით მოხდეს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ცვლილება და ადამიანის უფლებებზე დამყარებული ნარკოპოლიტიკის ფორმირება. 

პლატფორმის დაფუძნება ფართოდ გაშუქდა მედია საშუალებებით. ქვემოთ იხილეთ ლინკები:

http://1tv.ge/ge/news/view/124270.html

http://liberali.ge/articles/view/22323/saqartveloshi-narkopolitikis-erovnuli-platforma-dafudznda

https://www.youtube.com/watch?v=Yptg0lXrMrs&feature=youtu.be

 https://www.youtube.com/watch?v=oBC2RYgtv8s&feature=youtu.be

http://www.tabula.ge/ge/story/107161-xval-narkopolitikis-erovnuli-platforma-dafudzndeba

https://www.youtube.com/watch?v=V4KFc3sbAU8&feature=youtu.be

https://www.youtube.com/watch?v=KJsut4_-jSM&feature=youtu.be

http://netgazeti.ge/news/110577/

http://www.radiotavisupleba.ge/media/video/tavisuplebis-dila-2704/27701343.html

http://mediaclub.ge/article/15/1248-.html