ნარკოპოლიტიკის ეროვნული პალტფორმის დაფუძნება;26 ივნისს დაგეგმილი ღონისძიების გეგმები;

17 მაისს, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის სამდივნოს ოფისში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ორი მნიშვნელოვანი საკითხი:

 

  • ნარკოპოლიტიკის ეროვნული პალტფორმის დაფუძნება;
  • 26 ივნისს „ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე“-ს დაგეგმილი ღონისძიების გეგმები;

შეხევდრას ესწრებოდნენ წარმომადგენლები შემდეგი ორგანიზაციებიდან: ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი”;  „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი“ (GeNPUD);  „მსოფლიო ექიმები საფრანგეთი“ (MDM); “რეალური ხალხი, რეალური ხედვა”.

შეხვედრის ფასილიტატორი: ა(ა) იპ „ახალი ვექტორის“ დირექტორი: კონსტანტინე ლაბარტყავა.

 

27 აპრილს,  საქართველოში დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის პროცესები  აქტიურად მიმდინარეობს, საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობის რეფორმა;
  • ნარკოტიკების მომხმარებლებისათვის ხარისხიან სერვისებზე

ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

  • საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება ნარკოტიკების

მოხმარების საკითხებზე ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ

სტიგმა/დისკრიმინაციის შესამცირებლად.

 

სამივე მიმართულებით შექმნილია სამუშაო ჯგუფები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ აღნიშნულ საკითხებზე. მიმართულება - ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობის რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობს იურისტების და პლატფორმის წარმომადგენელთა აქტიური მუშაობა კონკრეტული კანონის რევიზიაზე, ეროვნული პლატფორმის მიზნებიდან გამომდინარე დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტთან, პოლიტიკურ პარტიებთან და პარლამენტის წევრებთან, რათა მათ გააცნონ პლატფორმის ხედვა ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით.

 

მიმართულება - „ნარკოტიკების მომხმარებლებისათვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“ ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრა. შეხვედრა გაიმართება სამშაბათს, 24 მაისს 17:00 საათზე, .საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, მეორე სართულზე, საკონფერენციო დარბაზში. დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მდებარეობს შემდეგ მისამართზე- .ასათიანის ქუჩა 9.

 

 

რაც შეეხება მესამე მიმართულებას, ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის საქმიანობის ფარგლებში გაიმართა საზოგადოების ინფორმირებულობის და სტიგმა/დისკრიმინაციის შემციების სამუშაო ჯგუფის  შეხვედრა და ამ მხრივაც მიმდინარეობს აქტიური სამუშაო პროცესი.

 

შექმნილია ზიანის შემცირების პროგრამების დაფინანსების გლობალური ფონდიდან სახელმწიფო სისტემაზე გადასვლის ადვოკატირებისა და პოლიტიკის კომიტეტი, პროცესში ჩართულნი არიან ქსელის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები, კომიტეტის ინტერესს წარმოადგენს ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციისა და ზიანის შემცირების სერვისების მხარდაჭერის უზრუნველყოფის ლობირება, აღნიშნული პროცესების განვითარებაზეა დამოკიდებულია გარდამავალი პერიოდის შემდგომ რამდენად მივიღებთ მონაწილეობას პროგრამის განხორციელებაში.

 

ამის შემდეგ განხილულ იქნა 26 ივნისს დაგეგმილი კამპანიის რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ ღონისძიების გეგმები. კერძოდ: 26 ივნისის აქცია შედგება ორი კომპონენტისაგან: გაკეთდება თეატრალიზებული პერფორმანსი და სოლიდარობის აქცია -კონცერტი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს თავისუფალი სივრცის მოძიება და კონცერტში მონაწილე მომღერლებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. შეიქმნა მთავარი ლოგო და  ახალი სლოგანი -  „მე ნარკოტიკების მომხმარებელი არ ვარ კრიმინალი“. ქსელის ვებ ადმინისტრატორმა გადაიღო დაახლოებით 60 ვიდეორგოლი სადაც ცნობადი და არაცნობადი სახეები აფიქსირებენ თავიანთ აზრს ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციასთან დაკაშირებით, აღნიშნული ვიდეოები განთავსდება ქსელის ფეისბუქ გვერდზე.

 

 

მაისის თვეში დაგეგმილია მრგვალია მაგიდის ჩატარება, თემით: „ზიანის შემცირების პროგრამების როლი C ჰეპატიტის ელიმინაციასა და აივ/შიდსის პრევენციაში“, მრგვალი მაგიდა დაგეგმილი იყო 25 მაისს, თუმცა დარჩენილი მცირე დროის გათვალისწინებით გადაწყდა ჩატარდეს 30 მაისს.

 

width=1097

width=1100

width=1099

width=1094