არასამთავრობო ორგანიზაციების როლი აივ/შიდსის და ჰეპატიტის პრევენციასა და მკურნალობაში

 

3 ივნისსსასტუმრო ,,თბილისი მარიოტში“  ,,ზიანის  შემცირების   საქართველოს ქსელის“  ორგანიზებით  მრგვალი მაგიდა თემაზე ,,არასამთავრობო ორგანიზაციების როლო აივ/შიდსის და ჰეპატიტის პრევენციასა და მკურნალობაშიგაიმართა. შეხვედრას, რომელიც შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს მიეძღნა 40-მდე სამთავრობო, სათემო, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენელი დაესწრო. მრგვალი მაგიდის მსვლელობისას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა  პროექტების ფარგლებში მიღწეული შედეგები, არსებული  მდგომარეობა, გამოწვევები და საპასუხო ღონისძიებები განიხილეს.

 

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, კახა კვაშილავამ გახსნა. მან აღნიშნა, რომ საქართველოში სამოქალაქო სექტორი  წლების მანძილზე მუშაობს აივ/შიდსის და C ჰეპატიტის  პრევენციისმკურნალობის ხელმისაწვდომობაზე და ხაზე გაუსვა ,,ზიანის შემცირების საქართველოს ქსელისწევრი ორგანიზაციების წვლილს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაში.

შეხვედრაზე ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის წარმომადგენელმა, მაია ცინცაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში აივ/შიდსის ეპიდსიტუაციაზე, პრობლემებსა და გამოწვევებზე და მიღწეულ შედეგებზე შიდსთან ბრძოლის საქმეში. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ანტირეტროვირუსული მკურნალობის ხელმისაწვდომობამ და ეფექტიანმა პრევენციულმა პროგრამებმა განვითარებილ ქვეყნებში მდგომარეობის სტაბილურობა განაპირობა, მთლიანად მსოფლიოში აივ ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და აივ/შიდსის ეპიდემია კვლავ რჩება დინამიკურ და მზარდი ხასიათის ეპიდემიად. მაია ცინცაძის თქმით, დროული გამოვლენისა და არვ მკურნალობის შემთხვევაში აივ/შიდსით ავადმყოფის სიცოცხლის ხანგრძლივობა ზოგადი მოსახლეობის მაჩვენებელს უახლოვდება. აქვე მან აღნიშნა, რომ  ტესტირება უნდა გაიარონ არა მხოლოდ რისკ-ჯგუფების წარმომადგენლებმა, არამედ ყველა მოქალაქემ.

ღონისძიებაზე ორგანიზაციის ,,რეალური ხალხი, რეალური ხედვახელმძღვანელმა, ლაშა თვალიაშვილმა პროექტის ,,აივ ინფიცირებულ და C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანებში ამ დაავადებების შესახებ ცნობიერების ამაღლება  მათი მიზნობრივი განათლების, დროული რეფერირების, მკურნალობის დამყოლობის და შედეგების გაუმჯობესების მიზნითშედეგებზე  ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ პაციენტების ინფორმირებულობას (ამ დაავადებების შესახებ) მკურნალობის დროული დაწყების და დამყოლობის გაუმჯობესებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.,,პაციენტის ინფორმირებულობა უზრუნველყოფს მათი სიცოცხლის ხანგრძლივობისა და ჯანმრთელობის ხარისხის გაუმჯობესებას“. აღნიშნა თვალიაშვილმა.

მრგვალ მაგიდაზე ზიანის შემცირების პროგრამის დირექტორმა, მაკა გოგიამქსელის  წევრი ორგანიზაციების საქმიანობასა და სპეციფიკაზე ისაუბრამან ხაზი გაუსვა ზიანის შემცირების პროგრამების მნიშვნელობას, უნიკალურობას და აღნიშნა, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირობებში ეს პროგრამები ქვეყანაში სრულფასოვნად ვერ ხორციელდება. შეხვედრაზე იმ პრობლემური საკითხების ირგვლივ წარიმართა მსჯელობა, რომელსაც ზიანის შემცირების პროგრამა პოლიციასთან ურთიერთობისას აწყდება.

ორგანიზაცია ,,ახალი ვექტორისწარმომადგენელმა, ლაშა აბესაძემ, არსებულ ნარკოპოლიტიკასა და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობაზე ისაუბრა. მისი თქმით, რესპრესიული ნარკოპოლიტიკის პირობებში, ხელი ეწყობა ინფექციური დაავადებების გვიან გამოვლენას მათ გავრცელებას. „დეკრიმინალიზაციის გარეშე C ჰეპატიტის ელიმინაცია და აივ/შიდსის ინციდენტობის მაჩვენებლის ზრდის შეჩერება ვერ მიიღწევა, - განაცხადა აბესაძე. ორგანიზაციისჰეპა პლიუსიხელმძღვანელმა, მანანა სოლოღაშვილმა, ისაუბრა ორგანიზაციის მიზნებზე და ამოცანებზე, პაციენტა თემის როლზე C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაში. მან აქცენტი გააკეთა ნარკოტიკების მომხმარებლების და მოწყვლადი ჯგუფების სახელმწიფო ელიმინაციის პროგრამაში მაქსიმალურად ჩართვაზე და ზიანის შემცირების პროგრამების მხარდაჭერის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.

პრეზენტაციების დასრულების შემდეგ მხარეებმა დისკუსია გამართეს და შემდგომი თანამშრომლობის გზები დასახეს.

 

პრესრელიზი - facebook

 

 იხილეთ სტატიები - 

შიდსის გადაცემის გზებში ჰეტეროსექსუალური კონტაქტი ლიდერობს - აივ/შიდსი საქართველოში

GHRN: თუ C ჰეპატიტის ელიმინაცია გვინდა, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია აუცილებელია

რადიო თავისუფლება - სტუმრად ჩვენს ეთერში: მაკა გოგია

იხილეთ ფოტო - https://www.dropbox.com

width=1091

width=1093

width=1097