პრესკონფერენცია და მრგვალი მაგიდა სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში

  26 ივნისს, თბილისში, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში  „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ (GHRN) და ,,ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“ (GeNPUD)  ორგანიზებით  პრესკონფერენცია და მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრა   მიეძღვნანარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს“, რომელიც აღნიშნული ორგანიზაციებისთვის ტრადიციულად რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლის დღედ იქცა. ღონისძიებაზე სხვადასხვა რაკურსით რეპრესეიული ნარკოპოლიტიკის უარყოფითი შედეგების მიმოხილვა გაიმართა, ხაზი გაესვა მოქმედი ნარკოპოლიტიკის არაეფექტურობას და დამანგრეველ შედეგებს, როგორც  მომხმარებელთა თემისათვის ასევე საზოგადოებისთვის. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო  მოხსენებები შემდეგ თემებზე: ,,ნარკოტიკულდანაშაულში მსჯავრდებულ პირთა სამართლებრივი მდგომარეობა“ - კახა კვაშილავა, ზიანის შემცირებისსაქართველოს ქსელი, აღმასრულებები დირექტორი; ,,ჰუმანური ნარკოპოლიტიკა-ხელმისაწვდომი ჯანდაცვა“-ლაშა აბესაძე, ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი; „ზიანის შემცირების პროგრამები:მიღწევები და გამოწვევები“- მაკა გოგია, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი; „გლობალური ფონდისდაფინანსებიდან სახელმწიფო დაფინანსებაზე გადასვლის პროცესი“-გიორგი სოსელია, დაავადებათაკონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; ,,არვ მკურნალობისხელმისაწვდომობა, პროგრესი და გამოწვევები“- ნინო ბადრიძე, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა დაკლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი; „პროგრესი ზიანის შემცირების სერვისებისუწყვეტობასთან მიმართებაში აივ-ისა და ჰეპატიტი C- პროგრამებში“- მედეა ხმელიძე, ზიანის შემცირებისსაქართველოს ქსელი. მრგვალი მაგიდაზეჰუმანური ნარკოპოლიტიკა-ხელმისაწვდომი ჯანდაცვასახელისუფლებო სტრუქტურებს, არასამთავრობო სექტორს, პროფესიულ თემსა და ნარკოტიკების მომხმარებელთა თემის წარმომადგენლებს შორის ნარკოპოლიტიკის და ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემებზე, გადაჭრის გზებზე  და სამომავლო თანამშრომლობაზე დიალოგი გაიმართა.

იხილეთ ვიდეო :

საზოგადოებრივი მაუწყებელი - http://1tv.ge/ge/news/view/129366.html

რუსთავი 2 - http://rustavi2.com/ka/news/50295

ტელეკომპანია იმედი - http://imedi.ge/index.php?pg=nws&id=71672&ct=3

 

width=960

width=960

width=960

width=960